planetanews Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/cxinvali2-150x150.jpgე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რეჟიმის მიერ 2009 წლის 4 სექტებმერს დაკავებულ ლევანი ბაგინაშვილს, ალეკო დიდებაშვილს და მერაბ თვაურს დღეს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “res” -თან საუბარში ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის რწმუნებული დავით სანაკოევმა განაცხადა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობა დაკავებულ საქართველოს სამ მოქალაქეს ევროსაბჭოს დამკვირვებლებს დღის განმავლობაში გადასცემს. “დღის განმავლობაში ლევანი ბაგინაშვილი, ალეკო დიდებაშვილი და მერაბ თვაური ევროსაბჭოს დამკვირვებლებისთვის იქნებიან გადაცემულნი. სამივე დაკავებული კასპის რაიონის სოფელ თვაურების მაცხოვრებლები არიან,”-განაცხადა სანაკოევმა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები 2009 წლის 4 სექტებმერს ახალგორის რაოინის ტერიტორიაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის “საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის” და ხეების ჩეხვის გამო დააკავეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts