planetanews Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/xachapuridze3-150x150.jpg ხელისუფლებისგან უყურადღებობის შემთხვევაში, ადვოკატთა აცოციაციის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი შალვა ხაჭაპურიძე პოლიტიკურ მოთხოვნებს წამოაყენებს. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ადვოკატთა ასოციაციის აქციაზე, ხაჭაპურიძემ ჯურნალისტებისათვის განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მოთხოვნა პარლამენტში 10 დღის წინ შეიტანა, მას არავინ გამოხმაურებია. “ჩვენ ვიბრძოლებთ კანონის ფარგლებში ჩვენი ხმების დასაცავად. ჩასწორებების შეტანის შემდეგ, ვერც ოპოზიცია და ვერც ხელისუფლება ვერ გააყალბებს არჩევნებს,” – განაცხადა ხაჭაპურიძემ. “ექსპრესნიუსთან” საუბარში მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი 28 დეკემბრის ცვლილებები საბოლოო უნდა ყოფილიყო, თუმცა შემდეგ კიდევ შეცვალეს 8 და 12 მარტს, მაშინ როდესაც პარლამენტი შვებულებაში იყო და ამის იურიდიული ძალა არ ქონდა. ადვოკატის განმარტებით, მიტინგები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზრდება. “პარლამენტთან დაიდგმება კარვები და არ დავიშლებით, სანამ ჩვენს სამართლიან მოთხოვნაზე არ მივიღებთ თანხმობას,” – განაცხადა ხაჭაპურიძემ. საარჩევნო კოდექსისითვის მომზადებული ადვოკატთა ცვლილებები 10 პუნქტიანია და ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა 50%-ანი ბარიერის დაწესება, ვიდეო-თვალების საჯაროობა და ყველასთვის ხელმისაწვდომობა, ასევე ჟურნალის შემოღება საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველი მისვლის დროს დააფიქსირებს. ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მიტინგის მიმდინარეობისას, ყოველ საღამოს 18 საათზე გაკეთდება დღის შემაჯამებელი საინფორმაციო ტიპის განცხადება. აქციის მსვლელობის პერიოდში ადვოკატები მოსახლეობას უფასო იურიდიულ კონსულტაციების გაწევასაც დაპირდნენ. შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა აქცია თბილისის მერიაში 10 ივლისამდეა სანქცირებული. 14 იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts