planetanews Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/kani-oqros-palma-150x150.jpgკანის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის თემაზე რეჟისორ რენე ჰარლინის მიერ გადაღებული ფილმის “GEORGIA” დახურული, არასაკონკურსო ჩვენება გაიმართება. ფილმი ამერიკელი ოპერატორისა და ქართველი ქალის სიყვარულის ისტორიის თემაზეა აგებული. სცენარის მიხედვით, ფილმის მთავარი გმირები საომარი მოქმედებების ცენტრში აღმოჩნდებიან და იბრძვიან, რათა მიუკერძოებელი პოზიცია შეინარჩუნონ. თრილერი, პირობითი სახელწოდებით- “GEORGIA”ყველაზე გახმაურებული, სოლიდური და ვარსკვლავურია ამ ჟანრში გადაღებული სხვა მის წინამორბედებთან შედარებით. ენდი გარსია და ველ კილმერი- კინო-კრიტიკოსთა შეფასებით, ეს ბრენდი სახელები უკვე წინაპირობაა სურათის წარმატებისთვის. ფილმის ფინური წარმოშობის რეჟისორმა რენი ჰარლინმა ჰოლივუდისა და კინო-კომპანიების პავილონებს, გადასაღებად ცოცხალი გარემო ამჯობინა. ჰოლივუდირი თრილერის გადაღება საქართველოში მიმდინარეობდა და მას სამთავრობო აპარტამენტები, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეც დაეთმო. ”მე დიდხანს ველოდი რაიმე მნიშვნელოვანისა და ნამდვილის გამოჩენას. მინდა გავაკეთო ფილმი, რომელიც რაღაცას იტყვის ადამიანურ მდგომარეობებზე. რამდენიმე კაცმაც რომ დაინახოს ის, განიცადოს მისი გავლენა და გაიგოს მისი პაციფისტური გზავნილი, ე.ი. მე რაღაც მნიშვნელოვანს გავაკეთებ და ამით ვიამაყებ,” – განაცხადა გადაღებების დროს ჰარლინმა The Guardian -თან ინტერვიუში. ფრანგულ LE MONDE –თან კი, რეჟისორმა აღნიშნა, რომ ეს ფილმი ”ომის წინააღმდეგ მიმართული ძლიერი განაცხადი იქნება.” ფილმის ავტორები და პროდიუსერები სურათის ბიუჯეტის ციფრს ამ დრომდე საიდუმლოდ ტოვებენ. პროექტის ავტორი განმარტავს, რომ ჰოლივუდური სურათი საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი იქნება. პროექტი კომპანია ,,გოლდ ინვესტის” დაფინანსებით ხორციელდება. ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ფილმისთვის ფულს საქართველოს მთავრობა იხდის. დაფარვის მიუხედავად კინო-ფილმის ბიუჯეტი უცხოურმა პრესამ მაინც გაახმაურა. ბრიტანული გამოცემა The Independent იუწყება, რომ ფილმის ბიუჯეტი 32 მილიონი დოლარია (19 მილიონი ევრო), შესაბამისად ეს ყველაზე მასშტაბური ფილმია, რაც კი საქართველოში ოდესმე გადაღებულა. ფილმში ჰოლივუდის 15 მსახიობი მონაწილეობს. მათ შორის ენდი გარსია (პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის როლში), ველ კილმერი, რუპერტ ფრენდი და ემანუელ შირიკი. მასში ასევე 150-მდე ქართველი კინოპროფესიონალია დაკავებული. სცენარი ცნობილ ამერიკელ დრამატურგს, მაკო ალენს ეკუთვნის. ფილმს 2 ქართველი პროდიუსერი – დავით იმედაშვილი და პაპუნა დავითაია ჰყავს. ფილმის პოსტერები უკვე გამოჩნდა და მასზე ცეცხლოვანი ცის ფონზე ტანკის სილუეტია გამოსახული. კანში ფილმის არასაკონკურსო ჩვენება გაიმართება. კანის კინოფესტივალი საფრანგეთში დღეს ასევე არასაკონკურსო ფილმი “რობინ ჰუდით” გახსნა. გახსნის ცერემონია ბრიტანელ მსახიობ კრისტინ სკოტ ტომასს მიჰყავდა. წლევანდელ საკონკურსო პროგრამაში 19 ფილმია წარდგენილი. ჟიურის თავმჯდომარე ამერიკელი რეჟისორი და კინოში გოთიკური სტილის ერთ-ერთი დამამკვიდრებელი ტიმ ბერტონია. ბარტონთან ერთად ჟიურიში კეით ბეკინსეილი, ბენისიო დელ ტორო და ინდოელი რეჟისორი და მსახიობი შახარ კაპური შედიან. ჟიურის გადაწყვეტილება 23 მაისს გახდება ცნობილი. ტიმ ბარტონის განცხადებით, მისთვის კანის კონოფეტივალის თავმჯდომარეობა ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლოა, რადგან ნახავს ისეთ ფილმებს, რომლებსაც თავად არასდროს გადაიღებდა. კანის საერთაშორისო კინოფესტივალი (Festival international du film de Cannes) — ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი მსოფლიოში. პირველად 1946 წლის 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე ჩატარდა საკურორტო ქალაქ კანში, საფრანგეთის სანაპიროზე. მას შემდეგ ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება მაისის თვეში. ყველაზე საპატიო პრიზი „ოქროს პალმის რტო“ ენიჭება საუკეთესო ფილმს. არსებობს სხვა ჯილდოებიც: გრან-პრი, ჯილდო საუკეთესო მსახიობ ქალსა და მამაკაცს, რეჟისორსა და სცენარისტს, ჟიურის პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის და „ოქროს კამერა“ საუკეთესო დებიუტისთვის. ოქროს პალმის რტო (Palme d’Or) კანის კინოფესტივალის მთავარი პრემიაა. პრემიას ეს სახელი 1955 წლიდან აქვს. 1946-54 წლებში უმაღლეს ჯილდოს „გრან-პრი“ (Grand Prix – დიდი პრიზი) ერქვა. ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ კინოს სამყაროში. 1954 წლამდე კანის კინოფესტივალის ჟიური საუკეთესო ფილმის რეჟისორს აჯილდოვებდა „გრან პრით“. ჯილდო წარმოდგენილი იყო თანამედროვე, იმ წელს მოდაში მყოფი მხატვრის ქმნილებით. შესაბამისად ჯილდო ყოველ წელს განსხვავებული იყო. 1954 წლის დასასრულს ფესტივალის დირექტორთა საბჭომ მოიწვია რამდენიმე იუველირი რათა წარმოედგინათ პალმის რტოს დიზაინი, რომელიც იყო ქალაქ კანის სამხედრო მუნდირის დამახასიათებელი ნიშანი. 1955 წელს პირველი ოქროს პალმის რტო გადაეცა დელბერტ მანს ფილმისთვის მარტი და წარმოადგენდა ფესტივალის უმაღლეს ჯილდოს 1964 წლამდე, მანამ, სანამ ფესტივალი დროებით არ დაუბრუნდა „გრან პრით“ დაჯილდოების ტრადიციას, ოქროს პალმის რტოსთან დაკავშირებით არსებული საავტორო უფლებების დაცვის პრობლემის გამო. 1975 წელს ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოება კვლავ განახლდა და ფესტივალის სიმბოლოდაც იქცა. იგი წარმოდგენილი იყო წითლ წმინდა მაროკოს ტყავის კოლოფში, რომელსაც სარჩულად თეთრი ნატი ჰქონდა დატანებული. მისი დიზაინი 1975 წლის შემდეგ რამდენიმეჯერ შეიცვალა. საბოლოოდ კი საყრდენი, რაზეც დამაგრებულია თვითონ რტო, რომელიც 1980 წლისთვის მრგვალი ფორმის იყო, 1984 წლისათვის მისი ფორმა პირამიდისებურით შეიცვალა. 1992 წელს პიერ დე ბურკენსმა დიზაინი შეცვალა და საყრდენი ხელით ნაკვეთი ბროლით შეცვალა. კიდევ რამდენიმე ცვლილების შემდეგ მან მიიღო ისეთი სახე, როგორიც დღეს აქვს. იგი გაკეთბულია 24 კარატიანი ოქროთი და მოთავსებულია ახლა უკვე ლურჯ მაროკოს ტყავში. კანის კინო ფესტივალის თითქმის სამოცდათწლიანი ისტორიის მანძილზე ქალ რეჟისორს ოქროს პალმის რტო მხოლოდ ერთხელ გადაეცა. ეს ჯეინ კემპიონი იყო ფილმისთვის პიანინო (1993 წელს). კანის საერთაშორისო კონოფესტივალი წელსაც ტრადიციულად, მაისში იმართება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts