planetanews Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/ugulava-gigi2-150x150.jpgმოძრაობამ ,,არა” თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე მოძრაობის წევრებმა ბანერები და ფოტოები წარმოადგინეს, სადაც აღბეჭდილი იყო ერთის მხრივ, თბილისში მცხოვრებ უსახლკაროთა ყოფა-ცხოვრება და ასევე, მაღალჩინოსნების გიგი უგულავას, გივი თარგამაძის, გელა ბეჟუაშვილის მშენებარე სახლები. მოძრაობა “არა”_ს წევრების განცხადებით, გამოკითხულ იქნა ასამდე უსახლკარო, რომლებმაც დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს თბილისის მერიას, თუმცა უშედეგოდ. როგორც მოძრაობა “არა”_ს წევრმა ლევან ჩიტაძემ განაცხადა, გიგი უგულავას და თბილისის მერიას 5 წლის განმავლობაში საკმარისი დრო ჰქონდა, რომ ის უსახლკარო ადამიანები დაებინავებინა, რომლებიც ზამთარსა და ზაფხულს ღია ცის ქვეშ ატარებდნენ. თუმცა, ჩიტაძის თქმით, მათი დრო, ენერგია და ფინანსები მიმართული იყო საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. “ამიტომ ვთხოვთ მოსახლეობას, გადახედონ გიგი უგულავას მოღვაწეობას 5 წლის განმავლობაში და არჩევნების დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღონ,”_ განაცხადა ლევან ჩიტაძემ. მოძრაობა “არა”_ს წევრების განცხადებით, ისინი ცდილობენ საზოგადოებას დაანახონ, თუ რა გაკეთდა და რომ ჯერ კიდევ ბევრი ჩინოვნიკის სახლია ასაშენებელი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts