planetanews Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/subeliani-2-150x150.jpgლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დღეს გურამიშვილის #84-ში, ყოფილ ელმავალმშენებელი ქარხნის შენობაში მხცოვრებ დევნილებს შეხვდა. დევნილები მათ მიერ დაკავებული ფართებს საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ.მათ თავად მინისტრისგან მოისმინეს, რომ ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი ზაფხულის ბოლოს დასრულდება. „ამ ობიექტში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ოჯახები ერთად ცხოვრობენ. პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, მათ ეს ფართები დაუკანონდებათ. ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც ექნებათ და ეს ყველაფერი ზაფხულის ბოლოს დასრულდება. ზამთარს კი შიშის გარეშე შეხვდებიან. რაც ყველაზე მთავარია, დაკანონების მოლოდინი ყველა ოჯახს აქვს. კიდევ ბვერი გვაქვს დასაკანონებელი და ასე ოჯახ-ოჯახ, ობიექტ-ობიექტ ვივლით და ყველას გავახარებთ“,- განაცხადა სუბელიანმა. შენობაში სულ 52 ოჯახი ცხოვრობს, აქედან 30 ოჯახი სამაჩაბლოდან, ხოლო 22 აფხაზეთიდან დევნილია. დევნილებმა მინისტრთან საუბრისას განაცხადეს, რომ მათი მთავარი პრობლემა ამ ფართების საკუთრებაში გადაცემაა. აფხაზეთიდან დევნილი ინდიკო ტაბაღუას თქმით, მათ მთავარ პრობლემას საკუთარი სახლების არქონა წარმოადგენს. „20 წელი სხვის სახლში ვხოვრობდით. ასეთი ღონისძიების გაკეთება დევნილებისთვის დიდი პრივილეგია, სამამულო საქმეა. კერძო საკუთრება რომ გვექნება, საკუთარ თავს უკეთესად მივხედავთ. ამ დღეს მოუთმენლად ველოდით. მადლობის მეტი რა გვეთქმის,“- განაცხადა დევნილმა. მინისტრთან შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts