planetanews Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba5118-150x150.jpg სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის სახით, თაღლითობის ფაქტზე ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ცირა მაისურაძე დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში თაღლითობის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო. შემდგომი გამოძიების ჩასატარებლად კი, საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაიგზავნა, რადგან მოსამართლის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიკვეთა. საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ცირა მაისურაძე, 2010 წლის 4 იანვრიდან მივლინებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად. მაისურაძე განსასჯელებს – შალვა კოღუაშვილსა და ს/ს `თბილსრესის~ სხვა თანამშრომლებს დაპირდა, რომ დაეხმარებოდა საპროცესო შეთანხმების დადებაში და ამ მიზნით საქმეში ჩართო ადვოკატი რომან ნერგაძე. რამდენიმე დღეში ცირა მაისურაძე შეხვდა შუამავალს ლაშა გაგნიძეს და მოსთხოვა 5.000 აშშ დოლარის გადახდა, რომელიც ვითომდა სჭირდებოდა ახალციხეში მყოფი უცნობი პირისთვის გადასაცემად, რათა მას ზემოქმედება მოეხდინა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებზე, რომლებიც არ იქნებოდნენ განსასჯელ პირებთან საპროცესო შეთანხმების დადების წინააღმდეგი. შეხვედრიდან მეორე დღეს ლაშა გაგნიძემ ცირა მაისურაძეს მოთხოვნილი თანხა გადასცა. მითითებული თანხის მიღებიდან ხუთი დღის გასვლის შემდეგ, ლაშა გაგნიძემ ცირა მაისურაძეს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფუძველზე, თითქოსდა პროკურორ კოჭლამაზაშვილისთვის გადასაცემად კვლავ მიუტანა 3.000 აშშ დოლარი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts