Jump to content
Planeta.Ge

მიმდინარეობს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა


Recommended Posts

საქართველოსა და აშშ-ის დელეგაციების მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

 

სხდომაზე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის საკითხს განიხილავენ.

 

საბჭოს წევრებმა სხდომის დასაწყისში გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნის განცხადება მოისმინეს.

 

გენმდივანი, ცხინვალის კონფლიქტის ზონაში და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე დიდი მსხვერპლის გამო შეშფოთებულია.

 

გამოსვლაში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო მოქმედებები ცხინვალის კონფლიქტის ზონას გასცდა და მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, კონფლიქტის მეორე კერაში - ზემო აფხაზეთის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.

 

გენერალური მდივანის თქმით, ზემო აფხაზეთში სამხედრო ოპერაციის განხორციელებაზე, რომლის შესახებაც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ბოლო დღეებია საუბრობს, საერთო ვითარების უფრო მეტად გამძაფრბას გამოიწვევს.

 

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი მიიჩნევს, რომ იმ რუსულმა ფორმირებებმა, რომლებიც სამხრეთ ოსეთში ყოველგვარი ფორმატის გარეშე იმყოფება, რეგიონი სასწრაფოდ უნდა დატოვოს. შექმნილი ვითარება კი მხოლოდ მშვიდობიანი გზებით უნდა მოგვარდეს.

 

ღაც შეეხება საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს გაეროში - ირაკლი ალასანიას, მან გაეროს უშიშროების საბჭოს საქართველოში მიმდინარე პროცესები დაწვრილებით გააცნო და კონფლიქტურ ზონებში მონიტორინგის დაწესება მოითხოვა.

 

"საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა კვლავ მიმდინარეობს. მსვერპლის რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. რუსეთის სახმელეთო ჯარები საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აქტიურად ახდენენ. საქართველოს მოსახლეობის განადგურებისა და მთლიანად საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობის პროცესი მიმდინარეობს", - განაცხადა ალასანიამ.

 

საქართველოს წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა გაეროში რუსული ავიაციის მიერ ქართული ქალაქების, სოფლებისა და სტრატეგიული ობიექტების დაბომბვის შესახებ. ქართული ჯარები კონფლიქტის ზონიდან შორს არიან განლაგებულნი, თუმცა რუსეთი შეტევებს კვლავ ახორციელებს.

 

რუსეთი არ გვაძლევს საშუალებას ჰუმანიტარული ტვირთის შემოვიტანოთ, ალასანიამ დატყვევებული რუსი პილოტზეც გაამახვილა ყურადღება, შეგახსენებთ, პილოტმა აღიარა, რომ მას მიღებული ჰქონდა ბრძანება, სრულიან გაენადგურებინა ყველაფერი.

"ეს, რა თქმა უნდა, სამხედრო დანაშაულის ელემენტებს შეიცავს" – აღნიშნა ალასანიამ.

 

საქართველოს წარმომადგენელმა იქვე აღნიშნა, რომ "რუსეთი აფხაზ სეპარატისტებს აიძულებს, ბრძოლის კიდევ ერთი ფრონტი გახსნან". "ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ შეტევა სერიოზული მასშტაბებით არის დაგეგმილი და შესაძლოა, რომ ეს შეტევები ისევ გაგრძელდეს".

 

რაც შეეხება, გაეროში რუსეთის წარმომადგენელს, ვიტალი ჩურკინს, როგორც მოსალოდნელი იყო, მის ცინიზმს საზღვარი არ ჰქონდა, რუსეთის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველომ სამნხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა.

 

"სამხრეთ ოსეთში ვითარება საქართველოს აგრესიის გამო დაიძაბა. არ გვინდოდა გვეფიქრა, რო აშშ საქართველოს მწვანე შუქს აუნთებდა. ამიტომ, რაც მოხდა, ქართულ-ამერიკული საერთო მანევრი იყო. ამ შეტევაში 100 აშშ-ს სამხედრო პირიც მონაწილეობდა. ამიტომაც ამას მოჰყვა საპასუხო რეაქცია.

 

საქართველო ბოლო წლების განმავლობაში საოცარი სისწრაფით ზრდიდა თავდაცვი8ს ბიუჯეტს, ახლა უკვე გასაგებია, რისთვის ემზადებოდნენ. სამხრეთ ოსეთში განხორციელებული დაიღუპა 12 რუსი სამშვიდობო, 30 000-იანი ოსური მოსახლეობიდან 2 000 ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა. ჩვენ დავიცავით ჩვენი მოქალაქეები – აცხადებს ჩურკინი.

 

წყარო: http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...