Jump to content
Planeta.Ge

კარვების ქალაქი-2. პარლამენტთან


Recommended Posts

პარლამენტთან მიმდინარე მჯდომარე აქციის მონაწილე ადვოკატები ორ დღეში საკანონმდებლო ორგანოსთან კარვების დადგმას გეგმავენ.

მათ დღეს საგანგებო განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ თუ ხელისუფლების იგნორირების პოლიტიკა გაგრძელდება, ორ დღეში პარლამენტის წინ მდებარე მოედანს კარვების მოედნად გადააქცევენ.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მათი სამართლებრივი ხასიათის მოთხოვნები პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზრდება; ერთ-ერთი იქნება - პრეზიდენტმა დაითხოვოს უუნარო პარლამენტი.

მისივე განცხადებით, ყოველდღე, 18:00 საათზე გეგმავენ პარლამენტის წინ საინფორმაციო ხასიათის მიტინგების ჩატარებას. მათ საზოგადოებას მიტინგებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებენ.

შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, რომ ადვოკატები ადგილზე გაუწევენ უფასო იურიდიულ მომსახურებას ხალხს, საზოგადოების ინტერესს წარმოადგენენ სასამართლოშიც.

“აქციები არჩევნებამდე 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას ყოველდღიურად მიიღებს 10-დან 15-მდე ადვოკატი. ისინი როტაციის პრინციპით ენაცვლებიან ერთმანეთს. მათი მოთხოვნებია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა”,-აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 33
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

აუ, ქუჩების გადაკეტვასაც ხომ არ აპირებენ??.

 

ან პარლამენტი გადაიტანონ ან ეს მომიტინგეები... აღარ შემიძლია რა... :\

Edited by irusha
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარვების ქალაქი

გალიის კარვით შეცვლა პროგრესია, რას ერჩი. მართალია ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ვითარდებიან :user:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ან პარლამენტი გადაიტანონ ენ ეს მომიტინგეები... აღარ შემიძლია რა... :\

irusha

:nekro: :givi:

 

გაიტანეთ გრელანდიას პონტია რა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საკნის კარვით შეცვლა პროგრესია, რას ერჩი. მართალია ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ვითარდებიან

დეზას ნუ ავრცელებ რა-კარვების ქალაქი ჯერ კიდევ მდედრიონმა დასცა 20 წლის წინ.....პროგრესი ტუ გვინდოდა პლასტმასის ბოქსების სითი უნდა დასცენ..აბა კარვები ბნელ წარსულში დაბრუნებაა:nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაფრის გამკეთებლები მაგენი არ არიან.ამისთვის არავითარი რესურსი არ გააჩნიათ. მაგენი ალბათ რეკლამას იკეთებენ როგორც ადვოკატები, იმით რომ ტელევიზორში გამოჩნდებიან.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

ზოგადგურჯული ავადმყოფობა

რაც ამ თემაში იწერება კიდევ ერთი ზოგადგურჯული ავადმყოფობაა.

 

ვაიმე, ოღონდ გზები არ გადაკეტონ და დისკომფორტი არ შემიქმნან. საკანებიდან კარვებზე გადავიდნენ რა სასაცილოა. უიმე, აღარ შეგვიძლია ამ სვეტ ხალხს რუსთაველზე სუნიანი კარვების გატანა. რა დაბალი დონეა ეს რადიკალები.

 

და ამ დროს არავინ ინტერესდება რა გაუჭირდა ამ ხალხს ასეთი, რომ კარვებში ღამეების გათევას აპირებენ. იქნებ საერთოდ ისეთ რამეს მოითხოვენ რაც ჩვენც გვეხება. მაგრამ არა. ჩვენ მარტო ჭამა-სმა, შოფინგი და სვეტობა გვეხება. ნუ ღმერთმა არ ქნას რამე ცუდი თუ შეგვემთხვა, ჩვენც მათსავით გავქანდებით რუსეთაველზე კარვებით და ტრანსპარანტებით. მაგრამ იმ დროს უკვე ეს ადვოკატები გასვეტდებიან და "ფუ! ფუ!"-ს დაიძახებენ.

 

მერე კიდევ ჭანოს გაუკვირდება რატომაა საქართველოში ამდენი დაბოღმილი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

 

ნუ, რატომ უნდა შევეწირო მე ვიღაცის რეკლამას?? ))

 

 

ვაიმე, ოღონდ გზები არ გადაკეტონ და დისკომფორტი არ შემიქმნან. საკანებიდან კარვებზე გადავიდნენ რა სასაცილოა. უიმე, აღარ შეგვიძლია ამ სვეტ ხალხს რუსთაველზე სუნიანი კარვების გატანა. რა დაბალი დონეა ეს რადიკალები.

 

ეს მე მეხება?? )) ღმერთმანი... ))

 

 

მთელი ოპოზიცია როგორი კეთილები და სათნოები ხართ... და ჩვენ როგორი ბოროტები და ეგოისტები... და როგორ ფეხებზე გვკიდია ხალხის გაჭირვება... ((

Edited by irusha
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ამ დროს არავინ ინტერესდება რა გაუჭირდა ამ ხალხს ასეთი, რომ კარვებში ღამეების გათევას აპირებენ
რა კარვები რა მოტხოვნები რა ადვოკატები?

რაუნდატ?

აი ვიკითხე მარა მიშისტებმა არ მაღირსეს პასუხი:nekro: ინფოს მომწოდებელი კი გაიყურსა:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაფრის გამკეთებლები მაგენი არ არიან.ამისთვის არავითარი რესურსი არ გააჩნიათ. მაგენი ალბათ რეკლამას იკეთებენ როგორც ადვოკატები, იმით რომ ტელევიზორში გამოჩნდებიან.

ეგ არის ცუდი,რომ არავინ არაფრის გამკეთებელი არ არის..ყველა რეკლამას ჩალიჩობს,რომ მერე მოწველოს ეს ქვეყანა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irusha

ნუ, რატომ უნდა შევეწირო მე ვიღაცის რეკლამას?? ))

ვინ გითხრა რომ უნდა შეეწირო? და საერთოდ ვინ გითხრა რომ რეკლამაა? რას მოითხოვს ეს ხალხი იცი?

 

პროსტო საქმეში გარკვევამდე როგორ ახერხებთ დამცინავ-ქედმაღლური აზრების გამოთქმას, მიკვირს.

 

ეს მე მეხება?? )) ღმერთმანი... ))

რატომ მარტო შენ? თითქმის ყველას ვინც ამ თემაში დაპოსტა :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

ვაიმე, ოღონდ გზები არ გადაკეტონ და დისკომფორტი არ შემიქმნან. საკანებიდან კარვებზე გადავიდნენ რა სასაცილოა. უიმე, აღარ შეგვიძლია ამ სვეტ ხალხს რუსთაველზე სუნიანი კარვების გატანა. რა დაბალი დონეა ეს რადიკალები.

 

და ამ დროს არავინ ინტერესდება რა გაუჭირდა ამ ხალხს ასეთი, რომ კარვებში ღამეების გათევას აპირებენ. იქნებ საერთოდ ისეთ რამეს მოითხოვენ რაც ჩვენც გვეხება. მაგრამ არა. ჩვენ მარტო ჭამა-სმა, შოფინგი და სვეტობა გვეხება. ნუ ღმერთმა არ ქნას რამე ცუდი თუ შეგვემთხვა, ჩვენც მათსავით გავქანდებით რუსეთაველზე კარვებით და ტრანსპარანტებით. მაგრამ იმ დროს უკვე ეს ადვოკატები გასვეტდებიან და "ფუ! ფუ!"-ს დაიძახებენ.

მართალი ხარ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...