უცხო_პლანეტელი Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 მოკლედ ტითქმის ერთი თვე გავიდა მექსიკის ყურეს ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება ჩაღვრილი ნავთობისგან მექსიკის ყურის გაწმენდითი სამუშაოები უამინდობის გამო შეჩერებულია. ჩაღვრილი ნავთობისგან მექსიკის ყურის გაწმენდითი სამუშაოები უამინდობის გამო შეჩერებულია. ხელისუფლებამ ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროების შესახებ გამოაცხადა, ვიანიდან ჭაბურღილიდან 500 მეტრის სიღრმეზე ყოველდღიურად ათასობით ბარელი ნავთობი იღვრება. ნავთობის ჩაღვრის მიზეზი გასულ სამშაბათს ნავთობის ბაქანზე მომხდარი აფეთქება გახდა. ოთხშაბათს საბურღი ბაქანი "დიფვოთერ ჰორიზონი" ჩაიძირა. ადგილობრივმა მთავრობამ შაბათს შეწყვიტა აფეთქების შედეგად დაკარგული 11 ადამიანის ძებნა. ასზე მეტი მუშის გადარჩენა მოხერხდა. შაბათ-კვირას გაუარესებული ამინდის გამო მექსიკის ყურეში გაწმენდითი სამუშაოები შეაჩერეს. ამის შედეგად, ხელისუფლების განცხადებით, ნავთობის ფენა იზრდება და მისი ფართობი უკვე 1500 კვ. კმ-ს შეადგენს. "ნავთობი სწრაფად იღვრება, რაც რადიკალურად ცვლის სიტუაციას. ეს უსერიოზულესი გაჟონვაა," - განაცხადა ლუიზიანას სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა მერი ლენდრიმ. კომპანია "ბი-პი"-მ, რომელსაც ჩაძირული საბურღი ბაქანი ეკუთვნის, ავარიის ადგილზე საკუთარი თანამშრომლები გაგზავნა, რათა მილის კლაპანები დაეხურათ. ჩაღვრილი ნავთობი ნაპირიდან დაშორებულია და იმედოვნებენ, რომ ტალღები ნავთობის ფენას მოერევა - იგი დამძიმდება და ფსკერზე დაილექება. კომპანია "ბი-პი" 2009 წელს 87 მილიონი დოლარით იმის გამო დააჯარიმეს, რომ ტეხასში მდებარე მის ქარხანაში აფეთქების შემდეგ ქარხნის უსაფრთხოების ზომები არ გაუმჯობესებულა. თუმცა, ორგანიზაცია Mineral Management Service-მა, რომელიც ნავთობის ობიექტებს აკონტროლებს, 2010 წლის იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის შემოწმებების შედეგად "დიფვოთერ ჰორიზონში" რაიმე დარღვევა ვერ აღმოაჩინა. ოთხშაბათს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ხელისუფლება "ყოველმხრივ დაეხმარება და მხარს დაუჭერს" კომპანიას ავარიის შედეგად დაკარგული ხალხის ძებნასა და ყურის გაწმენდის პროცესში. მომხდარი ავარიის მიზეზები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/news/...04-27/5905.html მექსიკის ყურეში მომხდარი კატასტროფა British Petroleum -ის, შესაძლოა, 12,5 მილიარდი დოლარი დაუჯდეს 15:38 - 11.05.10ამობეჭდვა21 ზომა:მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრის გამო ბრიტანული კომპანიის British Petroleum -ის ხარჯებმა 350 მლნ დოლარი შეადგინა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნავთობის კატასტროფა კომპანიას, შესაძლოა, 12,5 მლრდ დოლარი დაუჯდეს. მანამდე კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ Bრიტისჰ Pეტროლეუმ-ი ნავთობის ლაქის ლიკვიდაციისათვის ყოველდღე 6 მლნ დოლარს ხარჯავს. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ British Petroleum -ი ნავთობის გაჟონვის შემცირების ახალ გეგმას ამუშავებს. ამ დროისათვის კომპანიამ 90 ათასი ბარელი ნავთობის ამოტუმბვა შეძლო. ოპერაციაში 270 გემი მონაწილეობს. 20 აპრილს ნავთობის პლატფორმაზე აფეთქება მოხდა, რომელსაც ხანძარი მოჰყვა. ორი დღის შემდეგ პლატფორმა ჩაიძირა და ჭაბურღილი დააზიანა. დაზიანებული ჭაბურღილიდან ნავთობმა დაღვრა დაიწყო. კატასტროფის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ასზე მეტი თანამშრომლის ევაკუირება სამაშველო გემების დახმარებით მოხერხდა. ჭაბურღილიდან სულ 9,5 ათასი ტონა ნავთობი დაიღვარა. რამდენიმე დღეში ნავთობმა ლუიზიანას შტატის ნაპირებამდე მიაღწია. http://www.mtavari.info/news-555.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 http://www.spiegel.de/images/image-85661-galleryV9-oedc.jpg http://www.spiegel.de/images/image-85635-galleryV9-hkwj.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 რუსმა ექსპერტების რჩევია: პრობლემის მოგვარება ატომური ბომბით შეიძლებაო http://www.welt.de/multimedia/archive/1273503921000/01091/oelpest_DW_Wissens_1091700g.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 რუსმა ექსპერტების რჩევია: პრობლემის მოგვარება ატომური ბომბით შეიძლებაოეს როგორ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 ეს როგორრომ წავიკითხავ დავწერ, უბლაოდ თვალი მოვკარი რუსების მაგ რჩევის შესახებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 რუსმა ექსპერტების რჩევია: პრობლემის მოგვარება ატომური ბომბით შეიძლებაოეს როგორ ნავთობს დაწვავს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 asds მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის ლაქამ ფლორიდის სანაპიროს მიაღწია ამ ინფორმაციაზე რაღა უნდა ითქვას.. აშშ-ის ისტორიაში უმსხვილესი ეკოლოგიური კატასტროფაა, რომელმაც მექსიკის ყურისა და აშშ-ის რამდენიმე შტატის ეკო სისტემას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. დღეის მონაცემებით მექსიკის ყურეში 200 000 ტონაზე მეტი ნავთობი ჩაიღვარა და როდის შეძლებს ნავთობკომანია BP ჭაბურღილიდან ნავთობის გაჟონვის შეჩერებას უცნობია.. მოკლედ თუ ასე გაგრძელდა აღნიშნულმა ინცინდეტმა პლანეტარული მაშტაბის კატასტროფის მასშტაბი შეიძლება მიიღოს, რადგან თუ ნავთობის ლაქა მექსიკის ყურედან გამოვიდა, მას გოლფსტრიმის დინება აიტაცებს და ატლანტის ოკეანის დაბინძურება გარდაუვალი გახდება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted July 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 ეჰჰჰჰ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted July 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2010 როგორც იქნა პოქიტიური სიახელეებია, როგორც იქნა დახურეს და თან ნავთობი საკმაოდ ჩქარა "ქრება" ოკენიდან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.