Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ სააკაშვილის განცხადება


Recommended Posts

სააკაშვილი: ჩვენი ქვეყანა გადამწყვეტი და მძიმე გამოცდის წინაშე დგას

 

"ჩვენი ქვეყანა დგას გადამწყვეტი და მძიმე გამოცდის წინაშე. პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. როგორც პრეზიდენტი ძალიან მტკივნეულად განვიცდი თითოეულ დანაკარგს", – ასე დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სარამოს თავის გამოსვლა.

 

"მინდა თვითოეულს გითხრათ მადლობა გმირობისთვის, გამძლეობისთვის და ორგანიზებულობისათვის, იმისთვის, რომ არ აჰყევით პანიკას. მთელი მსოფლიო გაოგნებულია ჩვენი ქმედებით, სწრაფვით თავისუფლებისკენ. მე ვიყავი ზუგდიდში, სადაც ძალიან დაძაბული მდგომარეობა იყო და ვხედავდი ხალხის ორგანიზებულობას და განწყობას. მადლობელი ვარ პოლიციის, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

"ის, რაც ხდება, არის არა შეტევა ცხინვალზე ან აფხაზეთზე, არამედ საქართველოზე, დღეს დგას საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი, ჩვენი შვილების მომავლის საკითხი. რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენთვის, უნდა დავძლიოთ შიში, ვიყოთ ორგანიზებულები და ყველაფერი კარგად იქნება", - აცხადებს სააკაშვილი.

 

პრეზიდენტმა სიტუაციის დარეგულირების პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის და ასევე ხშირი კონტაქტი აქვს აშშ-ს მთავრობასთან.

 

"რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრის და მოადგილეების დონეზე. საქართველო მუშაობს იმაზე, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს".

 

თავისი გამოსვლა სააკაშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილი საზოგადოებისადმი მიმართვით დაამთავრა: "მე მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა შეკრებილები არიან "ვარდების მოედანზე", არასოდეს ასე მშვიდობიანი შეკრება იქ არ ყოფილა. მადლობას გეტყვით კიდევ ერთხელ გამძლეობისთვის".

 

სააკშვილმა აღიარა, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, რომ კონფლიქტი თავიდან აეცილებინათ, "დღეს დგას არა რომელიმე რეგიონის არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის საკითხი და ჩვენ ერთად, ორგანიზებულად გავიმარჯვებთ".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...