planetanews Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/wyali1-150x150.jpg დიღმის ველზე მომხდარი ავარიული დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით თბილისის რიგ უბნებს დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” აცხადებენ, რომ დიღმის ველზე გამავალ მე-2 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი ავარიული დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით დღეს, 11:00-დან 24:00 საათამდე წყალმომარაგება ზაჰესის დასახლების ნაწილსა და დიდი დიღმის დასახლებას, დიღმის ველზე განლაგებულ საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებს შეეზღუდება. წყლის მიწოდება ასევე საოლქო სასამართლოს, დიღმის მასივის პირველი კვარტლის 16 სართულიან კორპუსებს, ვაშლიჯვარში სარაჯიშვილისა და საბურთალოზე გოთუას ქუჩებს შეუწყდება. ამასთან, დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით ვეძისის დასახლება, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ნუცუბიძის ქუჩა და ყაზბეგის გამზირის ქვედა ნაწილი მიიღებენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts