planetanews Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/ekonomika-150x150.jpg “ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი” პუბლიკაციის “საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგი” პრეზენტაციას ხვალ, 14 მაისს გამართავს. “ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრში” განმარტავენ, რომ პუბლიკაციაში წარმოდგენილია პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით (საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ძირითადი მიმართულებები, საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზები, სახელმწიფო საგარეო ვალი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი და ბიუჯეტი თანამედროვე სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის პრიზმაში) განხორციელებული ანალიტიკური კვლევების, მონიტორინგის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები. ამ თემებზე მომხსენებლები ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანია და შოთა მურღულია იქნებიან, პრეზენტაციის შემდეგ კი საბიუჯეტო საკითხებზე დისკუსია გაიმართება. შეგახსენებთ, რომ “ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი” პროექტს “საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით” 2009 წლის აგვისტოდან ახორციელებდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts