planetanews Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს ალიანსის ლიდერ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს სათაურით „26 მაისს პროვოკაციას ორივე მხრიდან ველოდები“. ვაქვეყნებთ ფრაგმენტებს: „აშკარაა, ნოღაიდელიცა და ბურჯანაძეც მოსკოვში თავისი პოლიტიკური სტატუსის გაძლიერებისთვის ჩადიან. მათ აქ არავინ მიჰყვებათ. ხომ ნახეთ, 6 მაისს მათთან ერთად რკინიგზაზე 100 კაცი იყო მხოლოდ. ეს კი სრული კრახია... შარშან ბურჯანაძესთან ერთად ვიდექით. მაშინ ჩვენი ბრძოლა სწორი იყო, ის არ გადიოდა მოსკოვზე და არც არეულობისკენ იყო მიმართული. ახლა ყველაფერი მოსკოვზე გადაიტანეს... სხვათა შორის, ამ ადამიანებმა 9 აპრილის უზურპაციაც მოახდინეს. უზურპაცია გაუკეთდა ეროვნული საბჭოსაც, სადაც ამ საბჭოს სუბიექტი, რეალურად, მხოლოდ ორი პარტიაა. ნოღაიდელს რა უფლება აქვს, ეროვნული საბჭო დაირქვას? ასევე ხდება სამფეროვანი დროშის უზურპაცია. ნოღაიდელს ან ნინო ბურჯანაძეს რა უფლება აქვს, ამ დროშით იბრძოლოს და მოსკოვში იაროს? რატომ აძლევენ პუტინს მემორიალის აღდგენის საშუალებას?“ “სხვათა შორის, ბურჯანაძეა ის ადამიანი, ვინც რუსეთ-საქართველოს ურთიეროთბა პირველმა გააფუჭა. პეტერბურგში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, სიტყვით გამოსვლისას, რუსეთს თავზე დაამხო. არადა, მაშინ ეუთო-ს ძალიან სერიოზუდი მოლაპარაკებები ჰქონდა რუსეთთან სამხრეთი ოსეთის საკითხზე, პუტინი და ბუში უკვე შეხვედრილი იყვნენ და წინსვლა რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებშიც იყო... სწორედ ბურჯანაძის გამოსვლის შემდეგ გამწვავდა ვითარება. ამიტომ, დღეს ჭკუას ნურავის ასწავლიან. რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება ერთია და მეორეა - რუსების წინაშე სამარცხვინო დაჩოქება... ამ ორი საკითხის ერთმანეთში აღრევა დაუშვებელია”. „...ოპოზიცია არის ის, ვინც დღეს სააკაშვილის რეჟიმს რეალურად ებრძვის და რუსეთთან არ თამაშობს. ამ ხალხს კი ჯობს სხვა სახელი დავარქვათ... ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ყველაზე დიდი ნაწილი, თავს სწორედ ალიანსის გარშემო იყრის. სხვა ოპოზიციური კანდიდატები არ ითვლებიან სერიოზულად. შესაძლოა ალასანია, როგორც ერთიანი კანდიდატი, ოფიციალურად დანიშნული არ არის, მაგრამ ფაქტობრივად, იგი საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელიც არჩევნებში ჩართვას აპირებს, ასეა აღქმული. დანარჩენები სამთავრობო გუნდის კანდიდატები არიან. ასეა ყველა - გოგი თოფაძეც. პიროვნულად კარგი ადამიანია, მაგრამ სიმართლე ვთქვიათ - საწარმო ბოლომდე რომ არ ჩაუძირონ, იძულებულია, ეს როლი შეასრულოს... რაც შეეხება 26 მაისის აქციას, პროვოკაციას ორივე მხრიდან ველი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ხალხი ქუჩაში არ გამოვა... მეტიც, პროვოკაციების საშიშროება ყოველდღიურადაა. ვერ ხედავთ, რა ხდება? ხელისუფლებას დაწყებული აქვს ხალხზე ზეწოლა, უბნებზე თავდასხმები, ამიტომ თავშეკავება ყველას გვმართებს. ყველაფერს უნდა გავუძლოთ და როგორმე არჩევნებამდე მივიდეთ“. View the full article. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts