planetanews Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, რომელთა შორის არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი, უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი და გენერალური შტაბის ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ცქიტიშვილი „ინტერპრესნიუსის“ ოფისში ვეტერანთა და თანამოაზრეთა მოძრაობის აღდგენის თაობაზე განცხადება გააკეთეს: „უსამართლო და შეურაცხმყოფელია ხელისუფლების დამოკიდებულება 1992-1993 წლების საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა, დაღუპულთა და დევნილთა მიმართაც. ჩვენ, საინიციატივო ჯგუფი, ვიწყებთ ვეტერანთა და თანამოაზრეთა ერთიანი მოძრაობის აღდგენას, რათა აქტიური მონაწილეობა მივიღოთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში, იქნება ეს ვეტერანთა უფლებების დაცვა, არჩევნების მხარდაჭერა, საზოგადოებრივი აქტიურობა თუ შესაძლო საფრთხეების განეიტრალება. მოვუწოდებთ ვეტერანებსა და თანამოაზრეებს, მხარდაჭერისაკენ, რომ კიდევ ერთხელ გავიბრძოლოთ საკუთარი ქვეყნის ღირსებისათვის“. გია ყარყარაშვილი: „საინიციატივო ჯგუფი მოძრაობის სახელს, კონკრეტულ მიზნებს, ამოცანებს და მათი რეალიზაციის გზებს თანამოაზრეებთან კონსულტაციების შემდეგ, დაახლოებით 10 დღეში წარმოადგენს. ვეტერანთა მოძრაობა არსებობდა, მაგრამ 2003 წელს ახალი ხელისუფლების დაპირებების შემდეგ იმისთვის, რომ ჩვენი აქტიურობით დიპლომატიური დიალოგისთვის ხელი არ შეგვეშალა, მოძრაობა შედარებით მინელდა. დღეს კი ამ მოძრაობის გააქტიურება აუცილებელია“. ირაკლი ბათიაშვილი: „ვეტერანთა და თანამოაზრეთა მოძრაობა არ არის პოლიტიკური და ეს მხოლოდ საზოგადოებრივი მოძრაობაა. მე ვეტერანი ვარ, აქ არიან ჩემი ყოფილი თანამებრძოლები და ჩემი აქ ყოფნა სრულიად ბუნებრივად მიმაჩნია. იმედი მაქვს, რომ ეს მოძრაობა გაფართოვდება და ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ცხოვრებაში სერიოზული ფაქტორი გახდება“. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან გია ყარყარაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, ავთანდილ ცქიტიშვილი, თადარიგის ბრიგადის გენერალი ვლადიმერ იმნაძე, თადარიგის პოლკოვნიკი ლევან ასათიანი, თადარიგის პოლკოვნიკი ლევან გამყრელიძე, თადარიგის პოლკოვნიკი დავით ძებისაშვილი, თადარიგის პოლკოვნიკი ანდრო კალატოზიშვილი, თადარიგის ვიცე პოლკოვნიკი ლაშა ქოიავა, თადარიგის მაიორი ჯუმბერ თავშავაძე, თადარიგის მაიორი თამაზ გოჩაშვილი, თადარიგის კაპიტანი გიორგი გიუაშვილი და ნიკოლოზ ასათიანი. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts