Jump to content
Planeta.Ge

"პრაგმატული მიდგომები" რუსულ-ქართულ ურთიერთობებში


Recommended Posts

სემნები რუსულ-ქართულ ურთიერთობებში "პრაგრატული მიდგომების" ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბრობს

19:30 - 12.05.2010

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნების შეფასებით, "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული გადაულახავი დაბრკოლებების მიუხედავად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით". როგორც სემნებიმ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბრის დროს აღინიშნა, რომ "დაბრკოლებების მიუხედავად, რიგ საკითხებში პრაგმატული მიდგომების ჩამოსაყალიბებლად გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მათ შორის – სავაჭრო და სხვა მიმართულებით". მისივე თქმით, დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას განხილულ იქნა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული მდგომარეობა, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში შემუშავებული სახელმწიფო სტრატეგია და "ამ დოკუმენტის ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკასთან თანხვედრის საკითხები". ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე საუბრისას სემნებიმ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება რუსეთის მიერ საერთაშორისო დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას საუბარი იმასაც შეეხო, "თუ რა შეიძლება, გაკეთდეს, რათა პერევიდან, ახალგორიდან და კოდორიდან რუსული ჯარის გაყვანა იქნას მიღწეული".

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...38&Itemid=1

 

ერთის მხრივ მართალია სემნები. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს კონფრონტაცია. მაგრამ მეორეს მხრივ ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენ ეს "პრაგმატული მიდგომები" მაშინ როცა რუსეთი საქართველოს საზღვრებს ჩვენგან განსხვავებულად ხედავს. როგორ უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები იმ ფონზე როცა რუსებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკვე ორი საელჩო აქვთ გახსნილი? როგორ უნდა მოგვარდეს თუნდაც ასეთი ფორმალობები, რომ აღარაფერი ვთქვათ შემდგომ ურთიერთობებზე.

 

ავიღოთ თუნდაც ჟენევის მოლაპარაკებები. ელემენტარულ საკითხებზე ვერ ხერხდება შეთანხმება იმის გამო, რომ ვერ ვთანხმდებით, თუ რა სტატუსით მოაწერს ხელს ესა თუ ის მხარე ამა თუ იმ დოკუმენტს.

 

ხოდა იმისდამიუხედავად რომ მეც ვფიქრობ, რომ რუსეთთან ურთიერთობები მოსაგვარებელია, ვერ ვხედავ ამ ურთიერთობების მოგვარების რაიმე კონკრეტულ გზას. თქვენ ხედავთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 30
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

McLaren

რთის მხრივ მართალია სემნები. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს კონფრონტაცია. მაგრამ მეორეს მხრივ ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენ ეს "პრაგმატული მიდგომები" მაშინ როცა რუსეთი საქართველოს საზღვრებს ჩვენგან განსხვავებულად ხედავს.

ხოდა დიპლომატიურად გვეუბნებიან...შეეგუეთო.... ამ ეტაპზე სამწუხარო რეალობაა....არც არაფრის თავი არ გვაქვს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ხოდა დიპლომატიურად გვეუბნებიან...შეეგუეთო....

აღიარებით არ ვაღიარებთ არასდროს, და ამაში ევროპელებიც გვეთანხმებიან. რაც შეეხება იქ რუსების დეფაქტო პარპაშს, ამას პრინციპში შეგუებულები ვართ.

 

მაგრამ გვეუბნებიან, გადადგით რამე ნაბიჯი ურთიერთობის მოსაგვარებლად. როგორ?

 

მაგალითად როგორ უნდა გაფორმდეს რამე დოკუმენტი ოფიციალურ თბილისს და მოსკოვს შორის, როცა მოსკოვი საქართველოს ქვეშ სხვა სახელმწიფოს მოიაზრებს, ხოლო ჩვენ - სხვას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ეტაპზე სამწუხარო რეალობაა

ხოდა მოიყვანენ იკაკოს, რომელიც იტყვის, რა ვქნათ ეხლა, სულ ასე ხომ არ ვიქნებით, მიშას ბრალია ყველაფერი, შევეგუოთ როგორც არის, ვაღიაროთ ჩვენც და ვიცხოვროთ წყნარად :( ედიკამ ზვიადას დააბრალა, მიშამ ედიკას, იკაკო მიშას დააბრალებს და ვიქნებით ბედნიერები :D სანამ ამერიკა არ დაინგრევა, ჩვენ უარეს და უარეს დღეში ვიქნებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარტივად არის რა საქმე ..

 

1. სააკაშვილი უნდა გადადგეს, რადგან შანსი არ არის რუსეთი სააკაშვილს დაელაპარაკოს და შესაბამისად ადგილიდან დაიძრას კონფლიქტის დარეგულირების საკითხი და შანსი არ არის სააკაშვილის ხელისუფლებაში არსებობა ვაშინგტონმა სომხეთის "გაბედნიერებისთვის" (საქართველოს ტერიტორიების (სამცხე ჯავახეთი, აჭარა) ხარჯზე სომხეთის შავ ზღვაზე გაყვანა) არ გამოიყენოს და საქართველოს შემდგომი დეზინტეგრაციის გეგმა არ მოიყვანოს მოქმედებაში.

 

2. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს ლიბერალმა, პროდასავლურმა და მაქსიმალურად დამუკიდებელმა პოლიტიკოსმა.

სრულიად დამოუკიდებელი, ლიბერალი, სახელმწიფოებრივი ხედვის მქონე და უბრალოდ ღირსეული პოლიტიკოსი დღეს არსებული კორუმპირებული პოლიტიკური სისტემის სუბიექტი ვერ იქნება და ამდენად ოცნებებს შევეშვათ, მერე რა რომ კაცი არ მოუკლავს..

 

3. ახალმა პრეზიდენტმა დაიწყოს ევროკავშირთან აქტიური კონსულტაციები, ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის აუცილებელ რეფორმებთან დაკავშირებით დახმარების მისაღებად და საერთოდ გამოავლინოს ბრიუსელთან დაახლოების ინტერესი.

 

4. ახალმა პრეზიდენტმა დაიწყოს ნიადაგის შემზადება და ეტაპობრივი მოლაპარაკებები ცხინვალსა და სოხუმთან, სახელმწიფო მოწყობის კონფედერაციულ მოდელთან დაკავშირებით. გამოყენებულ იქნას ყველა რესურსი, მათ შორის სპეციალური სამსახურები, ცხინვალსა და სოხუმში პროგრესული ადამიანების მხარდასაჭერად და მათთან მჭიდრო/სანდო ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

 

5. დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან, მათ შორის ფარული მოლაპარაკებები საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის კონფედერაციული მოდელის მიხედვით ახდგენის ირგვლივ.

მოსკოვის "გაჯიუტების" შემთხვევაში ქვეყანაში გამოცხადდეს სრული მობილიზაცია, სოხუმსა და ცხინვალს გადაეცეს ოფიციალური თბილისის განცხადება, რომ მათთან საომარ მოქმედებებს ადგილი არ ექნება თუ ისინი ნეიტრალურ პოზიციას დაიჭერენ და ამის შემდეგ გამოცხადდეს ომი რუსეთთან.

 

რუსეთის გაფარჩაკების შემდეგ დაიწყოს სოხუმისა და ცხინვალის (ახალ/ძველ) ხელისუფლებასთან კონფედერაციის ირგვლივ მოლაპარაკებები, რათა უმოკლეს ვადებში მოხერხდეს ძმათა მკვლელი კონფლიქტების დასრულება და საერთო ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ფაზაში გადაყვანა.

 

ეს არის და ეს.. სტარტისთვის საკმარისი იქნება. რას მკითხაობთ ტო? :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ შეუძლიათ ქართველებს "პრაგმატულობა" - ემოციებზე ვართ აწყობილები ( 14 წლის ბავშვებივით პუბერტატის ასაკში)

ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პერიოდი ლამის 20 წელი გაგრძელდა, ამასობაში ძალიან ბევრი დავკარგეთ :(

 

კსტაწი პუბერტათან მიმართებაში გამასხენდა სადაა ეს ჩვენი "ნედოროსლი"?

სულ გაუჭუილა? :D

სმნევი ბაქრაძეს რატომ ხვდება, პრეზიდენტი არ ყავს ამ ქვეყანას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

აღიარებით არ ვაღიარებთ არასდროს,

რას არ აღიარებ? კონფედერაცია არ გინდათ/არ გაწყობთ ბატონებო? აბა რა გინდათ/რა გაწყობთ?

 

უნიტარული რომ არ იყო და არ/ვერ იქნება საქართველო ამას ხომ აცნობიერებთ? თუ ვერა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

არ შეუძლიათ ქართველებს "პრაგმატულობა" - ემოციებზე ვართ აწყობილები ( 14 წლის ბავშვებივით პუბერტატის ასაკში)

ვთქვათ გადავდეთ გვერდით ემოციები და გავხდით პრაგმატულები. კონკრეტულად როგორ წარმოგიდგენი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება? ერთი ელემენტარული კითხვა ჩნდება:

 

როგორ უნდა გაფორმდეს რამე დოკუმენტი ოფიციალურ თბილისს და მოსკოვს შორის, როცა მოსკოვი საქართველოს ქვეშ სხვა სახელმწიფოს მოიაზრებს, ხოლო ჩვენ - სხვას.

 

asds

რას არ აღიარებ? კონფედერაცია არ გინდათ/არ გაწყობთ ბატონებო? აბა რა გინდათ/რა გაწყობთ?

სოხუმს და ცხინვალს უნდათ / აწყობთ კონფედერაცია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სააკაშვილმა ხომ გაახმოვანა 2007წელს "მეორე კიპრი". აი სიტყვაც შეასრულა.

ამის მერე ვინ იტყვის მიშა დაპირებებს არ ასრულებსო.

გაგახსენებთ როგორი პიარ მეთოდით მოგვაწოდა ნაშინ ეს იდეა "პუტინი დამპირდაო საქართველო მეორე კიპრად იქცევაო". ამიტომ დაიწყო 2008წ ავანტიურა და გამარჯვებაც იზეიმა გაგანია ომის დროს.

აბა აღიარეთ მიშასთან ერთად კიდევ ვინ აღნიშნეთ "ჩვენი გამარჯვება"?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

სოხუმს და ცხინვალს უნდათ / აწყობთ კონფედერაცია?

რომ აწყობთ ფაქტია და რომ მოუნდებათ ესეც. საქმის ადეკვატურად კეთებაა ამისთვის საჭირო და სააკაშვილის დროზე გადადგომა ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

როგორ უნდა გაფორმდეს რამე დოკუმენტი ოფიციალურ თბილისს და მოსკოვს შორის, როცა მოსკოვი საქართველოს ქვეშ სხვა სახელმწიფოს მოიაზრებს, ხოლო ჩვენ - სხვას.

ამისთვის არსებობს მედიატორი

საუბარი უნდა დაიწყოს, შეხების წერტილები უნდა მოინახოს

ამდენი რომ ვიცოდე რა და როგორ ვიქნებოდი უმაღლესი რანგის დიპლომატი :ihihi:

გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, რაც შეიძლება ნაკლები "დანაკარგით" უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, რამეში მაინც უნდა მოიძებნოს შეხების წერტილი რაც მომავალი ურთიერთობის აღდგენის საწინდარი იქნება :)

არ ვარგა ეს ისტერიკა - მტრები, ომი, არიქა გვჩაგრავენ, მოვკლათ, დავბომბოთ და დავანგრიოთ რუსეთი

არ არის ეს ნორმალური საქციელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

აბა აღიარეთ მიშასთან ერთად კიდევ ვინ აღნიშნეთ "ჩვენი გამარჯვება"?

მაგი "საგმირო" საქმე ვერ აღიაროს ვგონებ რომ ბევრმა : )))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს ლიბერალმა, პროდასავლურმა და მაქსიმალურად დამუკიდებელმა პოლიტიკოსმა.

ვითომ რატო? რახან შენ გინდა ეგრე? :ihihi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარტივად არის რა საქმე ..

 

1. სააკაშვილი უნდა გადადგეს, რადგან შანსი არ არის რუსეთი სააკაშვილს დაელაპარაკოს და შესაბამისად ადგილიდან დაიძრას კონფლიქტის დარეგულირების საკითხი და შანსი არ არის სააკაშვილის ხელისუფლებაში არსებობა ვაშინგტონმა სომხეთის "გაბედნიერებისთვის" (საქართველოს ტერიტორიების (სამცხე ჯავახეთი, აჭარა) ხარჯზე სომხეთის შავ ზღვაზე გაყვანა) არ გამოიყენოს და საქართველოს შემდგომი დეზინტეგრაციის გეგმა არ მოიყვანოს მოქმედებაში.

 

2. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს ლიბერალმა, პროდასავლურმა და მაქსიმალურად დამუკიდებელმა პოლიტიკოსმა.

სრულიად დამოუკიდებელი, ლიბერალი, სახელმწიფოებრივი ხედვის მქონე და უბრალოდ ღირსეული პოლიტიკოსი დღეს არსებული კორუმპირებული პოლიტიკური სისტემის სუბიექტი ვერ იქნება და ამდენად ოცნებებს შევეშვათ, მერე რა რომ კაცი არ მოუკლავს..

 

3. ახალმა პრეზიდენტმა დაიწყოს ევროკავშირთან აქტიური კონსულტაციები, ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის აუცილებელ რეფორმებთან დაკავშირებით დახმარების მისაღებად და საერთოდ გამოავლინოს ბრიუსელთან დაახლოების ინტერესი.

 

4. ახალმა პრეზიდენტმა დაიწყოს ნიადაგის შემზადება და ეტაპობრივი მოლაპარაკებები ცხინვალსა და სოხუმთან, სახელმწიფო მოწყობის კონფედერაციულ მოდელთან დაკავშირებით. გამოყენებულ იქნას ყველა რესურსი, მათ შორის სპეციალური სამსახურები, ცხინვალსა და სოხუმში პროგრესული ადამიანების მხარდასაჭერად და მათთან მჭიდრო/სანდო ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

 

5. დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან, მათ შორის ფარული მოლაპარაკებები საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის კონფედერაციული მოდელის მიხედვით ახდგენის ირგვლივ.

მოსკოვის "გაჯიუტების" შემთხვევაში ქვეყანაში გამოცხადდეს სრული მობილიზაცია, სოხუმსა და ცხინვალს გადაეცეს ოფიციალური თბილისის განცხადება, რომ მათთან საომარ მოქმედებებს ადგილი არ ექნება თუ ისინი ნეიტრალურ პოზიციას დაიჭერენ და ამის შემდეგ გამოცხადდეს ომი რუსეთთან.

 

რუსეთის გაფარჩაკების შემდეგ დაიწყოს სოხუმისა და ცხინვალის (ახალ/ძველ) ხელისუფლებასთან კონფედერაციის ირგვლივ მოლაპარაკებები, რათა უმოკლეს ვადებში მოხერხდეს ძმათა მკვლელი კონფლიქტების დასრულება და საერთო ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ფაზაში გადაყვანა.

 

ეს არის და ეს.. სტარტისთვის საკმარისი იქნება. რას მკითხაობთ ტო? :ihihi:

მეორე კარსის ხელშეკრულება გველოდება? :)

მოკლედ, ამ ფორუმს უნდა გავასწრო, თორემ მამენტ (@asds) მარტო აქ ვიტვირთები ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

რომ აწყობთ ფაქტია და რომ მოუნდებათ ესეც.

როცა მოუნდებათ, მერე ვილაპარაკოთ. ახლა უბრალოდ აზრი არ აქვს.

 

kisa

ამისთვის არსებობს მედიატორი

კიბატონო. ჟენევის მოლაპარაკებები მედიატორების საშუალებით ხდება. მაგრამ შედეგი მაინც არაა. მაგალითისთვის რუსეთს საყვედურობენ მედვედევ-სარკოზის გეგმის შეუსრულებლობას. ამაზე რუსეთი გეუბნება, რომ საქართველოდან ჯარები გაიყვანა, ხოლო ის რაც აფხაზეთში და "სამხრეთ ოსეთში" ხდება საქართველოს აღარ ეხებაო. ელემენტარულად ერთი და იგივე ტექსტს ვკითხულობთ სხვადასხვანაირად.

 

საუბარი უნდა დაიწყოს, შეხების წერტილები უნდა მოინახოს

ხოდა მაგაზე გავხსენი ეს თემა. რა უნდა იყოს ის შეხების წერტილები. თორემ ეს ისტერიკა რომ არ ვარგა, მეც ვხვდები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...