Jump to content
Planeta.Ge

pirveli.com.ge: "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" იმედოვნებს, რომ მიმდინარე გამოძიება ორგანიზაციის რელიგიურ და ზნეობრივ უფლებებს არ ხელყოფს


Recommended Posts

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" იმედოვნებს, რომ ტელეკომპანია "კავკასიაში" განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება ორგანიზაციის რელიგიურ და ზნეობრივ უფლებებს არ ხელყოფს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, "მშობელთა კავშირის ქმედებებში ძალადობისკენ მოწოდება არასდროს ყოფილა". "ჩვენი პრინციპებია ეკლესიის სწავლებასა და ზნეობრიობაზე დაფუძნებული შეგონება და კანონიერებასა და სამართლებრივ მეთოდებზე დაფუძნებული ქმედება. ტელეკომპანია "კავკასიაში" განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაციის მისამართით გაკეთებული განცხადებები, რეპორტაჟები თუ სიუჟეტები საზოგადოებაში ჩვენდამი უარყოფითი გაწყობილების შესაქმნელად იყო მიმართული. შეიქმნა ისტერიული და არასამართლებრივი ფონი, რაც მედიასაშუალებებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა ნაწილის მიერ კლიშეების მიწებებას უწყობდა ხელს. მეტიც, მსგავსი განცხადებები გადაცემა "ბარიერის" მსვლელობისასაც კეთდებოდა, სანამ "ინციდენტი" დაიწყებოდა", - აცხადებენ ორგანიზაციაში. მათივე თქმით, "უდანაშაულობის პრეზუმპციის ამგვარი დარღვევა დემოკრატიის ელემენტალური პრინციპების ხელყოფა, ძალადობა და გამოძიების მსვლელობასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობაა". "ამისგან განსხვავებით, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, რათა სამართალდამცველ ორგანოებს ობიექტური გამოძიების წარმართვაში შევუწყოთ ხელი", - აღნიშნავენ მშობელთა კავშირში.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" იმედოვნებს, რომ ტელეკომპანია "კავკასიაში" განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება ორგანიზაციის რელიგიურ და ზნეობრივ უფლებებს არ ხელყოფს.

დაეტიონ რა)))...ისე ფეისბუქზე ბნელების და ლიბერასტების საწინააღმდეგ ჯგუფი შეიქმნა)))!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...