FIORENTINO Posted August 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2008 გურგენიძემ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომა გამართა საქართველოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები, მიუხედავად რუსული ავიაძალების მიერ მიტანილი იერიშისა მწყობრიდან არ გამოსულან, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ლადო გურგენიძემ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე. ლადო გურგენიძესათვის ანგარიშის წარდგენის დროს, ეკონომიკის მინისტრმა ეკატერინე შარაშიძემ, განაცხადა, რომ ფოთის პორტი და თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გამართულად მუშაობენ. მათ ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდებათ. სამხედრო იერიშის შედეგად, მიღებულ იქნა დაზიანებები, მაგრამ სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ლადო გურგენიძის ცნობით, ენერგეტიკული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ენერგეტიკის მინისტრყ, ალეკო ხეთაგური ბაქოში იმყოფება და მოლაპარაკებებს აწარმოებს. გორს კი წუხელ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მარტიაშვილმა, სახელმწიფო მინისტრისთვის წარდგენილ ანგარიშში აღნიშნა, რომ ორშაბათიდან გაეროსთან ერთად სამინისტრო დევნილთა აღრიცხვას და გადანაწილებას დაიწყებს. რადგან მუდმივი მიგრაციის გამო, ამ ეტაპზე დევნილთა აღრიცხვა ვერ ხერხდება. ხელისუფლება ცდილობს იძულებით გადაადგილებულ პირთა პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.