planetanews Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/koko1-150x150.jpg პარტია ,,თავისუფლების” ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია მიიჩნევს, რომ ოპოზიციის გაყოფა ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის ჯანდიდატის გიგი უგულავასთვის მომგებიანია. ამის შესახებ გამსახურდიამ დღეს ,,პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი აზრით, ამ არჩევნებში გიგი უგულავას გამარჯვება გარანტირებული აქვს. გამსახურდია ამბობს, რომ სწორედ ესაა მიზიეზი იმისა, რომ მისმა პარტიამ საკუთარი მერობის კანდიდატი არ დაასახელა. ,,ჩვენ მერობის კანდიდატი იმიტომ არ გვყავს, რომ ისედაც რამდენიმე კანდიდატი იყოფს ხალხის ხმას და კიდევ ერთის დამატებას აზრი არ აქვს. ხმების გაყოფა გიგი უგულავასთვის საკმაოდ ხელსაყრელი იქნება”,- აღნიშნა გამსახურდიამ. გამსახურდია ,,NDI”- ს კვლევებზეც ისაუბრა. ის ამბობს, რომ, ეს გამოკითხვა ხელისუფლების აზრის გამოხატულებაა და ამიტომ არ თვლის სერიოზულად. გამსახურდია არჩევნების შემდეგ ქუჩაში გამოსვლასაც არ გამორიცხავს. მისი განცხადებით, თუ არჩევნები გაყალბდება, დიდი შანსია იმისა, რომ იგი ოპოზიციის აქციებს შეუერთდეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts