planetanews Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/200903174024-150x150.jpg წინასაარჩევნოდ შექმნილი სამთავრობო ჯგუფის წევრმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ დღეს არჩევნების, ადმინისტრაციული რესურსებისა და წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებული ცრუ ინფორმაციების შესახებ ისაუბრა. შს მინისტრის მოადგილე მოსახლეობას მოუწოდებს, არავის დაუჯერონ, ვინაიდან არავითარი ამნისტია, შეწყალება, ვადამდე გათავისუფლება პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის სანაცვლოდ არ განხორციელება. ამის შესახებ ზღულაძემ დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკნფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მათთან შევიდა რამდენიმე საჩივარი იმასათან დაკავშირებით, რომ გარკვეულ რეგიონებში ვრცელდება ჭორი, რომ მმართველი პარტიის მხადაჭერის სანაცვლოდ ისინი მსჯავრდებულებს გაანთავისფლებენ. “სრული პასუხისმგებლობით ყველა სამართალდამცავი და პენიტენციალური სტრუქტურის სახელით ვაცხადებ, რომ მსგავსი პრეცედენტი არ იქნება დაშვებული”,- განაცხადა ზღულაძემ. ზღულაძე ამბობს, რომ ასევე მკაცრად გაკონტროლდება ადმინისტრაციული რესურსის, კერძოდ კი სამუშაო ფართის, მანქანის, ადგილობრივი ბიუჯეტის გამოყენებაც. “ამ პერიოდში კი მათ მიერ ადმინისტრაციული რესურსის, იქნება ეს სამუშაო ფართი, მანქანა, მით უმეტეს, ადგილობრივი ბიუჯეტის გამოყენება, მკაცრად გაკონტროლდება”,- განაცხადა ზღულაძემ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts