უცხო_პლანეტელი Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 ემპათიატერმინს დიდი ადგილი უკავია ჰუმანისტურ ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიაში. ჰუმანისტი ფსიქოთერაპევტები თავიანთ მეთოდს კლიენტზე ცენტრირებულ თერაპიას უწოდებენ (შემთხვევითი არაა, რომ ,,მოსწავლეზე ცენტრირებული სწავლების“ ტერმინია დღეს გავრცელებული პედაგოგიკაში). ისინი ცდილობენ კრიზისში მყოფ პიროვნებას დაეხმარონ ემპათიის საშუალებით. ისინი არამარტო თვით გამოხატავენ ემპათიას, არამედ ცდილობენ ადამიანი მოაქციონ ემპათიურ გარემოში - იქმნება ფსიქოლოგიური ტრენინგის ჯგუფები, რომლის წევრებსაც სწავლობენ და ახორციელებენ ემპათიით ურთიერთობას, ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ - მსჯელობენ ერთმანეთის პრობლემებზე. ემპათიის, თამაშის და ანალიზის კომპონენტების შემცველი ამგვარი ჯგუფები შედეგიანი აღმოჩნდა არამარტო ნევროზების მოსახსნელად, არამედ პროფესიული ტრენინგებისთვისაც - მაგალითად, მომავალი მენეჯერები ასეთ პირობებში კარგად ითვისებენ კომუნიკაციის და მართვის ჩვევებს. ამ ფსიქოლოგიურმა პრაქტიკამ გავლენა მოახდინა მოსწავლეზე ცენტრირებული პედაგოგიკის ჩამოყალიბებაზე.Source: საყვარელიძე რამაზ. ინტერაქტიური სწავლების ფსიქოლოგიური საფუძვლები, - [რეცენზენტი: ნათელა იმედაძე ლიტერატურული რედაქტორი: მარიამ მიქაშავიძე],- გამომცემლობა შ.პ.ს. ,,სიესტა“ თბ.,- 2004 ემპათია/ემპათიკური გაგებაუნარი იმისა, რომ გაგებულ იქნეს სხვა ადამიანთა ქცევა და ატიტუდები, რამდენადაც ისინი საკუთარ გამოცდილებაში შეიძლება არსებობდეს. სიმბოლური ინტერაქციონისტები (ჯორჯ მიდი და სხვ.) ე–ს განიხილავენ, როგორც სხვათა როლების ათვისების პროცესს, რაც სოციალიზაციის არსს შეადგენს. ე–ის შინაარსი ვებერთან მოიაზრება ცნებაში „ფერშტეენ“ (verstehen), რომელიც ნიშნავს გაგებას და თანაგანცდის მეშვეობით უზრუნველყოფს სხვათა ემოციური (არარაციონალური) ქმედებების საზრისთა ადეკვატურ წვდომას. ინტერაქციონისტებს სჯერათ, რომ ე–ის განხორციელება თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებითაა შესაძლებელი. თუმცა, ოპონენტები ამტკიცებენ, ე. სხვათა ქმედებებზე ობიექტური დაკვირვების შესაძლებლობას ამცირებს.Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.] Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 უცხო_პლანეტელი ვერაფერი ვერ გავიგე :რავიც: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 ვერაფერი ვერ გავიგეარაუშავს, კი არა და ექსპერტები რომ გამოიმწყვდიე პოლიტიკის განყოფილებაში დავორნე ან დაბვანე და აქეთ გამოუშვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 უცხო_პლანეტელი asesino_141 არაუშავს, კი არა და ექსპერტები რომ გამოიმწყვდიე პოლიტიკის განყოფილებაში დავორნე ან დაბვანე და აქეთ გამოუშვიაააააააააააააა! აი რატომ მვორნავს ეგ ოხერი! მე კი ვფიქრობდი - რა დავაშავე????? asesino_141 ვერაფერი ვერ გავიგეუცხო_პლანეტელი არ გინდათ ეს ტერმინებიემპათია არის ადამიანის უნარი "შევიდეს სხვის ტყავში" და მისი თვალეBით შეხედოს სამყაროსესე უფრო გასაგები იქნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 ემპათია არის ადამიანის უნარი "შევიდეს სხვის ტყავში" და მისი თვალეBით შეხედოს სამყაროსროგორც ვიცი დიდწილად თანდაყოლილი თვისება, მაგრამ მისი მთავარი დანიშნულება და დადებითი მხარები რა არის?შეიძლება ეგოიზმის ერთგვარ ანტონიმად გამოყენება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 უცხო_პლანეტელი როგორც ვიცი დიდწილად თანდაყოლილი თვისება, მაგრამ მისი მთავარი დანიშნულება და დადებითი მხარები რა არის?დიახ, თანდაყოლილი თვისებაა, მაგრამ გამომუშავებაც შეიძლება სურვილის შემთხვევაშიშეიძლება ეგოიზმის ერთგვარ ანტონიმად გამოყენება?ეგოიზმი რა შუაშია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 არ გინდათ ეს ტერმინებიემპათია არის ადამიანის უნარი "შევიდეს სხვის ტყავში" და მისი თვალეBით შეხედოს სამყაროსესე უფრო გასაგები იქნება აი ახლა გავიგე. მე "მაწუხებს" ეგ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 (edited) ეგოიზმი რა შუაშია? D.gifიმ შუაშია რომ, ეგოისტს არ გააცნია არანაირი მოთხოვნა სხვის ტყავში რომ შევიდეს და შესაბამისად თანაგრძნობის მოთხოვნა თუ უნარი. პ.ს.როგორც ფსიქოლოგს და "პედაგოგს" უკეთ ანუ "სმაილიკების გარეშეც" უნდა გეხერხებოდეს დიდაქტიკა(იმჰო) Edited May 12, 2010 by უცხო_პლანეტელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 უცხო_პლანეტელი როგორც ფსიქოლოგს და "პედაგოგს" უკეთ ანუ "სმაილიკების გარეშეც" უნდა გეხერხებოდეს დიდაქტიკა(იმჰო)სმაილიკები ემოციას გამოხატავს, ფორუმზე მხოლოდ ვერბალური ურთიერთობაა შესაძლებელი, რაც არ არის სრულყოფილიანუ კითხულობ სიტყვებს, მაგრამ ვერ ხედავ მოსაუბრეს ამიტომ ზალიან ხშირად შენ ემოციას და აღქმას აქსოვ გამოთქმულ აზრში რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამა თუ იმ ადამიანმა ( იუზერმა კონკრეტულ შემთხვევაში) სწორედ ის იგულისხმა რაც შენ გეგონა ამიტომაც ჩნდება ფორუმებზე ჩხუბები და გაუგებრობები და კიდეროგორც ფსიქოლოგს და "პედაგოგს" უკეთ ანუ "სმაილიკების გარეშეც" უნდა გეხერხებოდეს დიდაქტიკა(იმჰო)შენი იმჰო, მხოლოდ შენი სუბიექტური აზრია, მე სულაც არ ვარ ვალდებული გავამართლო შენი იმედები ისევე როგორც შენ ჩემი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 შენი იმჰო, მხოლოდ შენი სუბიექტური აზრია, მე სულაც არ ვარ ვალდებული გავამართლო შენი იმედები ისევე როგორც შენ ჩემი smile.gifარანაირად არ ვითხოვ შენის მხრიდან ჩემი იმედები გამართლებას, უფრო სწორედ არანაირი იმედებს არ ვაქსოვ ფორუმელებში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 უცხო_პლანეტელი არანაირად არ ვითხოვ შენის მხრიდან ჩემი იმედები გამართლებას, უფრო სწორედ არანაირი იმედებს არ ვაქსოვ ფორუმელებში.არასწორად ვთქვი, იმედები არა - მოლოდინები ისე დიდაქტიკა თვასაჩინოობასაც გულისხმობს - ეს ისე, რომ იცოდე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 kisa გმადლობთ დრო რომ გამონახეთ და თემისთვის ძალები არ დაიშურეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.