Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - 500-მდე ადვოკატი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/aqcia8-150x150.jpg500-მდე ადვოკატი მოქმედ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აცხადებენ, რომ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და 30 მაისამდე გაგრძელდება.

 

 

ადვოკატთა საპროტეტსო აქცია პარლამენტთან ამ წუთებში მიმდინარეობს.

 

 

როგორც ,,ექსპრესნიუსს’’ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, მოქმედი საარჩევნო ნორმების გათვალისწინებით, 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობა აბსურდულია. მისი თქმით, 10_15 ადვოკატი, ყოველდღე როტაციის წესით შეიცვლება. აქციას კი მჯდომარე ხასიათი ექნება.

 

 

ხაჭაპურიძე განმარტავს, რომ აქციებთან დაკავშირებით თბილისის მერია უკვე გაფრთხილებულია.

 

 

ადვოკატები საარჩევნო უბნების ფორმირებას 1500 ამომრჩევლის საფუძველზე და ცალკე იმ ამომრჩეველთა სიის გამოიკრას ითხოვენ, რომლებიც უბანზე აღრიცხულნი არიან, მაგრამ საქართველოში არ იმყოფებიან.

ადვოკატები ასევე საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების 14 კვალიფიციური სუბიექტისგან პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებას, კომისიის წევრთა და წარმომადგენელთა შეცვლის თავისუფალი რეჟიმის შემოღებას ითხოვენ.

 

 

მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ყველა დონის არჩევნებზე 50%-იანი საარჩევნო ბარიერის დადგენას, ასევე, არჩევნების კომისიის სიითი შემადგენლობის 2/3-ით შეჯამებას და მთელ რიგ სხვა ტექნიკურ-პროცედურულ ცვლილებების დაწესებას ითვალისწინებს.

 

 

ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ,,მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის 77-ე, 110-ე, 120-ე, 126-ე და მთელი რიგი მუხლების გათვალისწინებით, წარმოუდენელია ოპოზიციურმა სუბიექტებმა ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიონ, თუკი ამის პოლიტიკური ნება თავად ხელისუფლებას არ ექნება.

 

 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, თუ პარლამენტი პროექტის განხილვას არ დაიწყებს, ადვოკატები პარლამენტის წინ კაბინეტს დადგამენ, სადაც საჩივრებს მოქალაქეების მეირ შესულს სასამართლოებში პირდაპირ იქედან გააგზავნიან.

 

 

ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფის ცვლილებების პროექტის პარლამენტში ინიცირებას დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ან გია ცაგარეიშვილი მოახდენს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...