planetanews Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/burjanazis-logo-150x150.jpg “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არანაირი ფორმით მონაწილეობას არ ღებულობს. ამის შესახებ მოძრაობის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც “დემოკრატიულ მოძრაობაში” განმარტავენ, ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფრომაცია, თითქოს ისინი საკუთარ მომხრეებს მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ “ეროვნული საბჭოს” მერობის კანდიდატს, ზვიად ძიძიგურს. მოძრაობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. “დემოკრატიული მოძრაობა” კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ჩვენს მომხრეებს არც ერთი კანდიდატის მხარდაჭერისკენ არ მოვუწოდებთ”, – აღნიშნულია განცხადებაში. ბურჯანაძის პარტიაში მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვერ გადაწყვეტს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემებს. დემოკრატიული მოძრაობა კი კვლავ აგრძელებს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის ბრძოლას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts