planetanews Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/folklori-150x112.jpgქართულ ქორეოგრაფიაში მასტერკლასები საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შენობაში 13 – 16 მაისს გაიმართება. მასტერკლასები კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის ფარგლებში ტარდება. `მასტერკლასები ქორეოგრაფიაში~ ყოველწლიურად ტარდება. 2007 წელს ჩატარდა სწავლება აჭარულ ცეკვაში, 2008 წელს – სვანურ ცეკვაში, 2009 წელს _ რაჭულ ცეკვაში. 2010 წელს მასტერკლასები მეგრულ ცეკვაში ჩატარდება. მასტერკლასების ჩასატარებლად, სამეგრელოს რეგიონიდან საგანგებოდ მოწვეულები იქნებიან ცნობილი ქორეოგრაფები და მოცეკვავეები. ქორეოგრაფიაში მასტერკლასების ჩატარების მიზანია, მეგრული ხალხური ცეკვის სიწმინდის დაცვა, მეგრული ცეკვებისათვის დამახასიათებელი იშვიათობადქცეული მოძრაობებისა და ილეთების ჩვენება. ქორეოგრაფთა, ქორეოლოგთა და მოცეკვავეთათვის ცოცხალი, უნიკალური მასალის მიწოდება. ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების, თვითმოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩატარდება, როგორც პრაქტიკული სწავლება, ასევე თეორიული სემინარები. მასტერკლასებს უხელმძღვანელებს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი უჩა დვალიშვილი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts