planetanews Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/medikosebi1.jpg მედიკოსთა კავშირმა დღეს ჯანდაცვისა და სოც.უზრუნველყოფის მოდიფიცირებული პროექტის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას დღეს თბილისის მერობის კანდიდატების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. „სახალხო დემოკრატების“ ოფისში მედიკოსთა კავშირის თავმჯდომარემ – ქეთევან გეჯაძემ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მოდიფიცირებული პროექტი წარადგინა. მედიკოსთა განცხადებით, სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი ხალხზე ზრუნვაა, ამიტომ აუცილებელია ევროპული სტილის სოციალური სისტემა. გეჯაძე განმარტავს, რომ სახელმწიფომ მუნიციპალური საავადმყოფოები გაყიდა, რის გამოც სოციოალურად დაუცველი მოქალაქეები უსახსრობის გამო სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩნენ. პროექტი სამი საავადმყოფოს: ონკოლოგიური ცენტრის, კარდიოლოგიის ინსტიტუტის და რესპუბლიკური საავადმყოფოს მუნიციპალურ საკუთრებაში გადასვლას ითვალისწინებს. აქვე განხილულია სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხებიც. პროექტის შინაარსის მიხედვით, სოციალურად დაუცველ პირებს თვეში 130 ლარიანი დახმარება უნდა გამოეყოთ, საშემოსავლო გადასახადმა კი 40%–იდან ქვემოთ, ხელფასის გათვალისწინებით უნდა დაიწიოს. ასევე, აუცილებელია უფასო სამედიცინო დაზღვევა, რომელიც რეალურად იფუქნციონირებს. „ჩვენ ხელისუფლებასა და მერობის კანდიდატებს ვთავაზობთ გაითვალისწინონ ჩვენი ხედვა, რადგან ეს ჩვენს მოსახლეობას ყოფით პირობებს გაუუმჯოებსებს,“ – განაცხადა გეჯაძემ. შეხვედრას თბილისის მერობის კანდიდატების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. „ალიანსი საქართველოსათვის“ წარმომადგენელმა დავით ონოფრიშვილმა და მოძრაობა „სოლიდარობის“ მერობის კანდიდატმა – თამაზ ვაშაძემ პროექტის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვეს. პრეზენტაციის ბოლოს ნიკა ივანიშვილმა კოლეგებს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების გარშემო ღია ოპოზიციური დებატების გახსნა შესთავაზა. მისი განმარტებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ სპექტრს საკრებულოსთვის მოამზადებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts