planetanews Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/svecicxoveli1-150x150.jpg კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ხვალ მცხეთის ისტორიულ ძეგლებს მოინახულებენ. რურუა და ვაჩეიშვილი სვეტიცხოვლეში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ბებრისციხის დამეწყრილ ტერიტორიას დაათვალიერებენ. ამასთან ერთად, ბებრისციხის მდგომარეობის დამძიმების, დამეწყრილი ადგილების რაოდენობრივად გაიზარდისა და ძეგლისთვის საშიში ახალი კერების გაჩენის გამო ეროვნული სააგენტოს გეოლოგები ყოველდღიურ რეჟიმში კვლევას გააგრძელებენ. მათ მიერ უკვე მოძიებულია გასულ წლებში ჩატარებული გეოლოგიური კვლევის შედეგები, ხდება არსებული მასალის ანალიზი და შეჯერება უახლეს ინფორმაციასთან. აღსანიშნავია, რომ ბებრისციხის ჩემონგრევამდე, რამდენიმე ხნით ადრე დასრულდა სრული ტერიტორიის ტოპოგრაფიული აზომვა. ამ ეტაპზე ხორციელდება ხელახალი აზომვები, რაც სპეცილისტებს საშუალებებს მისცემს უახლოს მომავალში გარკვეული დასკვნები გამოაქვეყნონ. ეს კი გახლავთ წინაპირობა საპროექტო სამუშაოების დაწყებისათვის. სვეტიცხოვლის ტაძარში უკვე რამდენიმე თვეა ძეგლის სამგანზომილებიან სისტემით აზომვა და გეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts