planetanews Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 ირაკლი ალსანია ფიროსმანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. თბილსის მერობის კანდიდატის ირაკლი ალასანია განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, “ალიანსს” აქვს პროექტი, რომლის თანახმადაც 4 წლის განმავლობაში თბილისის მერიიდან 100 000 000 ლარი გამოიყოფა. მისივე განცხადებით, ფიროსმანის ქუჩის მაცხოვრებლებს დღემდე 2002 წლის მიწისძვრით დაზარალებულ სახლებში უწევთ ცხოვრება. “დღემდე თბილისის მუნიციპალიტეტმა და მერიამ ვერ გაარკვიეს, ამ ადამიანებზე ზრუნვა ვისი მოვალეობაა. ეს ადამიანები, პრაქტიკულად, რისკის ქვეშ ცხოვრობენ. ამ ქუჩაზე მანქანების მოძრაობაც კი აკრძალულია, იმდენად ცუდ მდგომარეობაშია სახლები. რომ არსებობდეს ნება, რასაკვირველია, თბილისის მუნიციპალიტეტს აქვს ბიუჯეტი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს, თუმცა ამ პრობლემის მოგვარების ნებას ჩვენ ვერ ვხედავთ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ნახეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts