planetanews Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 11 მაისს გაიმართა ნუგზარ გაბუნიას შეხვედრა გლდანის III მიკრორაიონის ამომრჩევლებთან. „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვრცლად ისაუბრა საარჩევნო პროგრამის შესახებ. შეხვედრაზე მოსულმა მოქალაქეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართ. მათთვის მისაღები აღმოჩნდა „ალიანსის“ მიერ შეთავაზებული ჯანდაცვის, დასაქმებისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დეტალები. მოქალაქეთა მხრიდან შეხვედრაზე დაისვა კონკრეტული კითხვები და გამოითქვა მოსაზრებები გლდანის პრობლემებთან დაკავშირებით. ნუგზარ გაბუნიამ მოქალაქეებს განუცხადა, რომ „ალიანსის“ საარჩევნო დაპირებები სრულიად რეალურია და მისი განხორციელება დაიწყება საკრებულოში მოსვლის პირველივე დღეებიდანვე. ნუგზარ გაბუნია გლდანის ამომრჩევლებთან შეხვედრებს ინტენსიურად გამართავს არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts