planetanews Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა რესპუბლიკური ინსტიტუტი“ და ახალგაზრდა რესპუბლიკელები გთავაზობთ ჩაერთოთ ახალ პროექტში „100 დაკვირვებელი თავისუფალი არჩევნებისთვის“. პროექტი 100 მოხალისის შერჩევას და მათ საარჩევნო კანონმდებლობაში გადამზადებას გულისხმობს. 30 მაისს, ადგილობრივი არჩევნების დღეს, სათანადო კვალიფიკაციის მოქონე 100 მოხალისე „ახალგაზრდა რესპუბლიკური ინსტიტუტის“ და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის სახელით საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით წარდგება. პროექტის მიზანია, საზოგადოებრივ პროცესებში მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს და საარჩენო პროცესის გამჭვირვალობასა და თავისუფლებას თვალი ადევნოს. არჩევნების შემდეგ საარჩევნო უბანზე წარდგენილი დამკვირვებლები, პროექტის ორგანიზატორ ორგანიზაციებთან ერთად, 2010 წლის არჩევნების შესახებ ანგარიშსა და შეფასებას მოამზადებენ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts