Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მაშველებმა 8 ადამიანი ენგურში დახრჩობას გადაარჩინეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/engurii-150x150.jpg მაშველებმა მდინარე ენგურში დახრჩობას 8 ადამიანი, მათ შორის ორი ქალი და ერთი ბავშვი გადაარჩინეს.

 

 

სატვირთო ავტომანქანა, რომლითაც 8 ადამიანი ზუგდიდის რაიონიდან გალის მიმართულებით ენგურიდან გადადიოდა, რამდენიმე საათის განმავლობაში მდინარიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა.

 

 

მგზავრები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაადგილებას შემოვლითი გზით, მდინარე ენგურზე არსებული ერთ-ერთი ფონით ცდილობდნენ, რა დროსაც მათ ადიდებულმა ენგურმა მოუსწრო და შუა მდინარეში ჩარჩნენ.

 

 

ადამიანების გადარჩენას მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო და სახანძრო სამსახური, ასევე პოლიცია ცდილობდა. ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც მივიდნენ.

 

 

მგზავრებს რამდენიმე საათის განმავლობაში ყოფნა მანქანის სახურავზე მოუწიათ. მათი მდინარიდან გამოყვანა მხოლოდ გამთენიისას მოხერხდა.

 

 

მდინარის ადიდება ენგურჰესიდან წყლის გამოშვებამ განაპირობა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც წყლის დონემ დაშვებულ ნიშნულს გადააჭარბა. მოსახლეობა ჰესიდან წყლის გამოშვების შესახებ წინასწარ იყო გაფრთხილებული.

 

 

მგზავრებს შორის დაშავებულები არ არიან.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...