Jump to content
Planeta.Ge

კათოლიკოს პატრიარქი სწუხს


Recommended Posts

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი: "სამწუხაროა, რომ ერთმორწმუნე, მართლმადიდებელი რუსეთი ბომბავს მართლმადიდებელ საქართველოს"

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს დიდ შეცდომად მიიჩნევს.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

 

"მართალია, დღეს ჩვენ განსაცდელში ვიმყოფებით, მაგრამ ნურაფრის ნუ გეშინიათ, ღმერთი მფარველია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადააფარა საქართველოს თავისი კალთა. სამწუხაროა, რომ ერთმორწმუნე, მართლმადიდებელი რუსეთი ბომბავს მართლმადიდებელ საქართველოს. ეს არის პირველი შემთხვევა ასეთი დამოკიდებულებისა. ღვთის მადლი გადაარჩენს საქართველოს, რუსეთის ასეთი მოქმედება არის დიდი შეცდომა. ძველად ამბობდნენ, წყალი მიდგებ-მოდგება, თავის საგუბარში ჩადგებაო", - ბრძანა პატრიარქმა.

 

ქადაგების დასრულებისას უწმინდესმა ერი დალოცა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...