planetanews Posted May 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/notariustan-palata-150x150.jpg საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ 2 პრობაციონერი დაასაქმა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ, ნინო ხოფერიამ ისაუბრა. მისი თქმით, ნოტარიუსთა პალატა დასაქმების პროგრამაში აქტიურად მონაწილეობს. სწორედ ამ პროგრამოთ მოხვდნენ 21 წლის ნიკოლოზ გაგაძე და 19 წლის რატი მარლაკელიძე დასაქმებულთა რიცხვში. ,,იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პრობაციონერთა პროექტის ფარგლებში, გაიმართა კონკურსი, სადაც 15 პრობაციონერიდან შეირჩა 2 პიროვნება, რომლებიც პალატის საფოსტო გზავნილების ადრესატისათვის გადაცემას უზრუნველყოფენ”,- აღნიშნა ხოფერიამ. ნოტარიუსთა პალატა ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების პროექტშიც” მონაწილეობს. ამ პროექტის ფარგლებში, 18 წლის სალომე გარუჩავა გასული წლის ოქტომბრიდან მოქალაქეებს ეხმარება და სანოტარო მოქმედებების ელექტრონულ რეესტრში არსებულ ინფორმაციას აწვდის მათ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts