Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - რუმინეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზე მინისტერიალი გაიმართა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/xetaguri-150x1403.jpgრუმინეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზე მინისტერიალი გაიმართა.

 

 

სამი ქვეყნის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხები დღეს “თბილისის მარიოტში” განიხილეს.

 

 

მინისტერიალზე მონაწილეობა მიიღო რუმინეთის ეკონომიკის, ვაჭრობის და ბიზნესის გარემოს მინისტრმა ადრეან ვიდეანუმ, აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ნატიკ ალიევმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.

 

 

პროტოკოლი აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით რუმინეთში გათხევადებული აირის მიწოდებას მიეძღვნა.

 

 

ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, ამ პროექტის მეშვეობით ხაზი ესმევა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს.

 

 

“აზერბაიჯანიდან მიწოდებულ აირს საქართველოს გავლით გამოიყენებს როგორც რუმინეთი, ასევე შესაძლებელი გახდება ევროკავშირის სხვა ქვეყნების მომარაგება. წინასწარი განცხადებით პროექტს 5-6 მილიარდი დოლარი დასჭირდება”, – განაცხადა ხეთაგურმა

 

 

ოქმის თანახმად კომპანია 30 დღის განმავლობაში დაფუძნდება ქალაქ ბუქარესტში, რომელიც პროექტის ტექნიკურ და ეკონომიკურ დასაბუთებაზე იმუშავებს.

 

 

13 აპრილს ბუქარესტში მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს “გათხევადებული ბუნებრივი გაზის და მისი ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ”, რომელიც საქართველოში გაზის გამათხევადებელი, ხოლო რუმინეთში რეგაზიფიკაციის ტერმინალების მშენებლობას ითვალისწინებს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...