Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ევოლუცია, საზოგადოდ ნიშნავს ერთიდან მეორის, ახლის განვითარებას. ბიოლოგიაში ევოლუცია აღნიშნავს ცოცხალ არსებათა სახეობების, პოპულაციის მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების თანდათანობით, თაობიდან-თაობაში ცვლილებას. ევოლუცია უპირისპირდება რევოლუციას. ევოლუცია ყოველთვის განვითარებისა და გარდაქმნის ხანგრძლივ პროცესს აღნიშნავს, მისთვის არ არის დამახასითებელი საფეხურებრივი წყვეტა და ნახტომი. ევოლუციის პროცესში ყოველი მომდევნო წინამორბედის ლოგიკური შედეგია.

 

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბიოლოგიაში წარმოქმნილი და ამჟამადაც გავრცელებული ევოლუციის თეორიით, დღევანდელი სახეობანი განვითარდა მარტივი ორგანიზმებისაგან რამდენიმე ბუნებრივი პროცესის მეშვეობით:

 

1. გადარჩებიან მხოლოდ ის სახეობები, რომლებიც უკეთესად მოერგებიან გარემოს.

2. გარემო მუდამ იცვლება.

3. სახეობებში ხდება გენეტიკური ცვლილებები - მუტაციები.

4. მუტაციათა ნაწილი გარემოსადმი შეგუებისათვის სასარგებლოა.

5. ეს სასარგებლო ცვლილებები გადაეცემა თაობებს.

6. ერთი სახეობა წარმოშობს მეორეს თანდათანობითი ცვლილების შედეგად.

 

ევოლუციის თეორიის ავტორი არის ინგლისელი მეცნიერი ჩარლზ დარვინი, რის გამოც, ამ მოძღვრებას დარვინიზმსაც უწოდებენ. თეორია განმტკიცებულია დიდი რაოდენობის მტკიცებულებებით, როგორიცაა სხვადასხვა სახეობების გენეტიკური და მორფოლოგიური შედარებები, უძველესი ნამარხები, სახეობების გეოგრაფიული განაწილება და სხვა. ევოლუცია ლაბორატორიებშიც დაფიქსირებულა. ამის ნათელი მაგალითია ლენსკის ცნობილი ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, რომ მასში მონაწილე ბაქტერიებმა განივითარეს ციტრატის მონელების უნარი, რომელიც ამ სახეობას ბუნებრივ გარემოში არ გააჩნია. ამის გამო თეორია სამეცნიერო წრეებში უკვე ფაქტადაა აღიარებული. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც არ აღიარებენ ევოლუციის ფაქტს და ამისათვის მოყავთ სხვადასხვა მტკიცებულება, როგორც ნამარხების დეფიციტი და ცოცხალი სამყაროს დახვეწილი დიზაინი, რომელიც მათი აზრით ევოლუციის გზით ვერ მიიღწეოდა. ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ნამარხი ჯერ ნაპოვნი არაა, არაფერს ავნებს ევოლუციის თეორიას. ერთი შეხედვით მიზნობრივი დიზაინი კი ადვილად აიხსნება ბუნებრივი გადარჩევით.

 

წყარო ვიკი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/7/78/Collapsed_tree_labels_simplified.png

 

ყველაზე ცნობილი ესკიზი :)

http://blog.calgarypubliclibrary.com/blogs/eco_action/darwin

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 8 months later...

ხომ არ იცის ვინმემ

რომელ კლასში(ან კლასიდან) ისწავლება საქრტველოსი ევოლუციის თერიოა და რა დრო ეთმობა?

 

 

ან სასწავლო მასალზე (დასკანერებული ანაც დიგიტალური ფორმატში) ხომ არ მიგიწვდებატ ხელი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

უცნაური იცი რა არის? 2-3 წლის წინ ტემაც კიგავხსენი ერტ ფორუმზე სადაც სახელმძღვანელოებს და პროგრამებს ვარჩევდით. ძირითადი წყარო განსამინისტროს ოფიციალური გვერდი იყო.

შაშკინის მმარტველობის ეპოქა სრული გაუმჭვირვალეობით ფიქსირდება-არანაირი ინფო საიტზე არ არსებობს:( რას ასწავლიან, ვის და როდის ..................... :( :cry:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცნაური იცი რა არის? 2-3 წლის წინ ტემაც კიგავხსენი ერტ ფორუმზე სადაც სახელმძღვანელოებს და პროგრამებს ვარჩევდით. ძირითადი წყარო განსამინისტროს ოფიციალური გვერდი იყო.

შაშკინის მმარტველობის ეპოქა სრული გაუმჭვირვალეობით ფიქსირდება-არანაირი ინფო საიტზე არ არსებობს:( რას ასწავლიან, ვის და როდის ..................... :( :cry:

აქ არის რაღაცეები, მაგრამ ბევრი არაფერ

http://ganatleba.org/index.php?m=102

 

ეტყობა გაასაიდუმლეს, მტრებმა რომ არ მოგვპარონ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...