Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - 400 ადვოკატი დღეიდან საპროტესტო აქციებს გამართავს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/53-150x150.jpg400 ადვოკატი მოქმედ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეიდან პარლამენტის წინ აქციებს დაიწყებენ.

 

 

ცვლილებების პროექტი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს რამდენიმე დღის წინ, შალვა ხაჭაპურიძემ და მისმა კოლეგებმა ჩააბარეს.

 

 

როგორც ,,ექსპრესნიუსს’’ ხაჭაპურიძემ განუცხადა, მოქმედი საარჩევნო ნორმების გათვალისწინებით 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობა აბსურდულია.

 

 

მისი განმარტებით, ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფი უმოკლეს დროში ,,საარჩევნო კოდექსში~ საარჩევნო უბნების ფორმირება 1500 ამომრჩევლის საფუძველზე მოხდეს და ცალკე გამოიკრას იმ ამომრჩეველთა სია, რომლებიც უბანზე აღრიცხულნი არიან, მაგრამ საქართველოში არ იმყოფებიან.

 

 

ადვოკატების მოთხოვნაა, საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების 14 კვალიფიციური სუბიექტისგან პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტება, კომისიის წევრთა და წარმომადგენელთა შეცვლის თავისუფალი რეჟიმის შემოღება. მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ყველა დონის არჩევნებზე 50%-იანი საარჩევნო ბარიერის დადგენას, ასევე, არჩევნების კომისიის სიითი შემადგენლობის 2/3-ით შეჯამებას და მთელ რიგ სხვა ტექნიკურ-პროცედურულ ცვლილებების დაწესებას ითვალისწინებს.

 

 

ხაჭაპურიძის თქმით, ,,მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის 77-ე, 110-ე, 120-ე, 126-ე და მთელი რიგი მუხლების გათვალისწინებით, წარმოუდენელია ოპოზიციურმა სუბიექტებმა ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიონ, თუკი ამის პოლიტიკური ნება თავად ხელისუფლებას არ ექნება.

 

 

ხაჭაპურიძის განცხადებით, პარლამენტი პროექტის განხილვას თუ არ დაიწყებს, 12 მაისს საპროტესტო აქციების დაწყებისას ადვოკატები პარლამენტის წინ კაბინეტს დადგამენ, სადაც საჩივრებს მოქალაქეების მეირ შესულს სასამართლოებში პირდაპირ იქედან გააგზავნიან.

 

 

ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფის ცვლილებების პროექტის პარლამენტში ინიცირებას დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ან გია ცაგარეიშვილი მოახდენს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...