Jump to content
Planeta.Ge

საქართველო ნახევრად-საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება


Recommended Posts

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საბაზისო პროექტად დემეტრაშვილ-შარმანაშვილის პროექტი აირჩია

11 / 05, 2010 16:54

 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საბაზისო პროექტად კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ დემეტრაშვილისა და კომისიის მდივნის, თენგიზ შარმანაშვილის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო პროექტი აირჩია, რომელიც ქვეყნის მმართველობის შერეულ მოდელს გულისხმობს.

საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრა 16:00 საათზე გაიმართა. კომისიის 57 წევრიდან 41 ესწრებოდა.

კენჭისყრის დროს ვასილ გონაშვილის პროექტს სულ ორმა წევრმა დაუჭირა მხარი; ლევან რამიშვილის პროექტს - ოთხმა, მათ შორის უმრავლესობის წევრებმა - ლაშა თორდიამ და პაატა ლეჟავამ.

რაც შეეხება ავთანდილ დემეტრაშვილისა და თენგიზ შარმანაშვილის პროექტს, მას კომისიის 31 წევრმა დაუჭირა მხარი; მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კენჭისყრაში მონაწილეობისაგნ თავი შეიკავეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ძაგნიძემ და ექსპერტმა, ზურაბ ჯიბაღშვილმა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

როგორც ვიცი ამ კონსტიტუციის პროექტით აღამასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ მინისტრი ხდება. პრეზიდენტს კი მხოლო არბიტრის ფუნქციები რჩება. დაახლოებით როგორც სერბეთსა და პოლონეთშია.

 

ამ კონსტიტუციის უარყოფითი მომენტი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია ხელისუფლებაში დარჩენა პრემიერ მინისტრის რანგში.

 

თუმცა მეორეს მხრივ ოპოზიციასაც აქვს შანსი შეცვალოს ნაციონალების ხელისუფლება 2012 წლის გაზაფხულზე (2013 წლის შემოდგომის მაგივრად).

 

და ზოგადად ჩემი აზრით გრძელვადიან პერსპექტივაში საპარლამენტო მოდელი საქართველოში უფრო გაამართლებს.

Edited by McLaren
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 46
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ამ კონსტიტუციის უარყოფითი მომენტი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია ხელისუფლებაში დარჩენა პრემიერ მინისტრის რანგში.

ამ კონსტიტუციის დანიშნულებააა რომ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებ ვინმემ დადოს ბმული ან სულაც ის პროექტი და გავარჩიოთ მუხლობრივად?

წაიღო ტვინი ამდენმა ღლიცინმა, რამე სერიოზული გავაკეთოთ რა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქვეყნის რა გიტხრა მაგრამ საქულას დუქანი კი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გავარჩიოთ მუხლობრივად?

წაიღო ტვინი ამდენმა ღლიცინმა, რამე სერიოზული გავაკეთოთ რა

:)

და რომ გაარჩევთ, ეგ იქნება სერიოზული რამის გაკეთება? :) არჩიეთ და იყავითო კაცი ამბობს. მამელუქი გამახსენდა, რა უნდა ტანმოკლე ფაშასო, და ის კაცი ამბობს, ბიჭი ვარ და მოვდივარ, ბიჭები ხართ და დამიდექითო :D ხოდა ნაცები ამბობენ, ერთი ადგილი გვაქვს და რასაც გვინდა, იმას ვაკეთებთო, თუ გაქვთ ერთი ადგილი, არ გაგვაკეთებინოთო. რა გარჩევა უნდა მაგას? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

იქნებ ვინმემ დადოს ბმული ან სულაც ის პროექტი და გავარჩიოთ მუხლობრივად?

http://www.constcommis.gov.ge/uploads/files/Pro%202.pdf

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამე სერიოზული გავაკეთოთ რა

ტაფა კი გექნებათ სახლებში, სიმინდის ფქვილი იყიდეთ და მჭადზე სერიოზული რა უნდა გააკეთოთ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

და რომ გაარჩევთ, ეგ იქნება სერიოზული რამის გაკეთება? smile.gif არჩიეთ და იყავითო კაცი ამბობს. მამელუქი გამახსენდა, რა უნდა ტანმოკლე ფაშასო, და ის კაცი ამბობს, ბიჭი ვარ და მოვდივარ, ბიჭები ხართ და დამიდექითო smile.gif ხოდა ნაცები ამბობენ, ერთი ადგილი გვაქვს და რასაც გვინდა, იმას ვაკეთებთო, თუ გაქვთ ერთი ადგილი, არ გაგვაკეთებინოთო. რა გარჩევა უნდა მაგას? smile.gif

უკაცრავად ბატონო DonCaredo

ეხლა სასწრაფოდ ჩავვარდები სასოწარქვეთილებაში და მოკლე ფაშებს დაველოდები

 

არ გინდა ნუ გაარჩევ და ნუ წაიკითხავ - არაა სავალდებულო იმათთვის ვისაც არ აინტერესებს

 

 

Saturn

ტაფა კი გექნებათ სახლებში,

კი მაქ ტაფა "ტეფალის"

ხო და მომერიდე, თორემ ტავში არ მოგხვდეს :makvala:

არც შენთვისაა სავალდებულო წაკითხვა და გარჩევა - შენ ხომ გკიდია ყველაფერი

ასე რომ ........

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ გინდა ნუ გაარჩევ და ნუ წაიკითხავ - არაა სავალდებულო იმათთვის ვისაც არ აინტერესებს

მე გარჩევით ვერც გავარჩევ, არ ვარ კომპეტენტური მაგ საკითხებში. წაკითხვით წავიკითხავ, მაინტერესებს :yes: რატომ ბრაზობთ? (ვა ის ბუშტი ვერ ვიპოვე სადაა, მაკას რომ აქვს) :) ვიპოვე :makvala:

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მიშა გრიშა არ ვიცი...მარა ამ კომისიობანას სერიოზულად არ ვუყურებ....

რავიცი, მე რასაც გადავხედე, დღევანდელ კონსტიტუციაზე ბევრად უფრო დაბალანსებული პროექტია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რავიცი, მე რასაც გადავხედე, დღევანდელ კონსტიტუციაზე ბევრად უფრო დაბალანსებული პროექტია.

პრობლემა ხალხია და არა სისტემა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

პრობლემა ხალხია და არა სისტემა

სად არის სისტემა?

მაგას ვედავები სწორედ - სისტემა ვერ შექმენს ლამის 7 წელი გავიდა

ერთადერთი რაც შეიძლება პლიუსად ჩაეთვალოთ ეს რეესტრია და მეტნაკლებად საპატრულო პოლიცია, მაგრამ ისიც ვანოს ვერტიკალშია მოქცეული

აი გადასცენ მუნიციპალიტეტებს და დავიჯერებ, რომ დამოუკიდებლად მუშაობენ

 

DonCaredo

მე გარჩევით ვერც გავარჩევ, არ ვარ კომპეტენტური მაგ საკითხებში

არც მე არ ვარ კომპეტენტური, ამიტომაც ვამბობ - გავარჩიოთ იქნებ და ვინმემ აგვიხსნას რა ხდება

მე მაინტერესებს :makvala:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...