Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/07/Canis_lupus_laying.jpg/250px-Canis_lupus_laying.jpg

ძალიან უცნაური და თავისებური ცხოველია.

თან ველური, თან ჭკვიანი.რამდენი ლეგენდაა და ფაქტიურად რეალური ამმბავი ,როცა მგელს ადამიანები გაუზრდიათ .

მგელი ცხოველებში ალბათ ყველაზე მეტად ოჯახის მოყვარულნი არიან.

ფრაგმენტი ვიკიპედიიდან:

მგელი (Canis lupus, ასევე რუხი მგელი) — ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი; მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობდა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევრად უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც. საკვებად მიირთმევს, როგორც მწერებსა და თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს, როგორიცაა ბიზონი, ცხენ-ირემი და გარეული ხარი. საერთო წინაპარი ჰყავს შინაურ ძაღლთან. მას შემდეგ, რაც ადამიანი დაუპირისპირდა მას, როგორც ცხვრისა და სხვა შინაური ცხოველების მტერს, მგლების რიცხვმა იკლო და ამჟამად ისინი მხოლოდ შორეულ ტყეებსა და მთებში ბინადრობენ. ზოგიერთ რეგიონში (მაგ. აშშ-ში) იგი გადაშენების პირასაა მისული.

 

 

ეძღვნება ჩვენ მგლებს :)

http://ru.wikipedia.org/wiki/Волк

 

შენიშვნა მოდერისგან:

ბანი 1 დღით :რადგან ქართული ვიკიც არსებობს და ის გამიყენე მომავალში!

მგელი ქართულ ვიკიზე!!!

Edited by უცხო_პლანეტელი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

ბანი მიღებულია :D

მაგრამ რუსულში უკეთესად იყო ახსნილი, რისი დაწერაც მინდოდა....

მგლის ძალიან უცნაური სოციალური ქცევა

ქართულიდან დავაკოპირებ-

მგლის ხროვა, საშუალოდ, 6-8 წევრისაგან შედგება, იშვიათ შემთხვევებში ხროვა აერთიანებს ოცამდე მგელს. ხროვას სათავეში უდგას წყვილი - ერთი მდედრი მგელი და ერთი მამრი მგელი, რომლებიც ხშირად ხროვის ერთადერთ წყვილს წარმოადგენენ, ხოლო დანარჩენი წევრები მათი ნაშიერები არიან, რომლებიც ჯერ საკმარისად მოზრდილები არ არიან, რომ საკუთარი ხროვები შექმნან. მგელი "სოციალური" ცხოველია და მის ოჯახში "რანგების" დიდი დამცველი. მმართველ წყვილში დომინანტური ადგილი მამრ მგელს უჭირავს, თუ რომელიმე მეწყვილე დაიკარგება ან დაიღუპება, მეორე შეითავსებს მის ფუნქციებს. მმართველი ადგილისათვის ბრძოლა ყოველთვის აქტუალურია მგლებს შორის, თუმცა ზოგრჯერ იგი მხოლოდ სიმბოლურ სახეს ატარებს, რადგან ხროვაში თითოეულმა მგელმა იცის თავისი ადგილი. მგლების ხროვაში ხშირია ე.წ. "სოციალური რიტუალები", რომლის დროსაც მთავარმა მგელმა უნდა დაამტკიცოს თავისი უპირატესობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეცვლის ხროვის სხვა წევრი. ხშირ შემთხვევაში "გადაყენებული" მეთაურები თავს ანებებენ მშობლიურ ხროვას და სხვა ცხოვრებას იწყებენ.

აბა გავაანალიზოთ კარგად. ბუნების სასწაულია. ოჯახში რომ ერთი გაუთხოვარი მგელი რჩება შვილების აღსაზრდელად ...ფანტასტიკაა.

მოკლედ ,რას ვეძებთ უცხოპლანეტელებს...თითოეული ცხოველი ეს უაღრესად განვითარებული არსებაა. ჩვენ ერთმანეთის არ გვესმის მხოლოდ :D

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...

მგლები ერთმანეთში არ წყვილდებიან, ანუ ოჯახის წევრები როგორც მაგალითად ძაღლები იქცევიან, ნათესაური კავშირები აქვთ.

 

ხშირია შემთხვევა როცა ლეკვი მოყავთ ხოლმე გასაზრდელად სახლში, თუ მაგას ვინმე გადაწყვეტს აუცილებელია დანარჩენი ლეკვები და დედა მგელი მოკლას თორემ სერიოზულ ხიფათში ყოფს თავს, ბევრი ოჯახი ყოფილა დედა მგელს ამოუხოცავს სულ ყველა ზუსტად მაგ მიზეზის გამო... ძალიან გონიერი ცხოველია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...