planetanews Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/baramidze-giorgi2-150x150.jpgვიცე პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილე და საჯარო რეესტრის ხელმძღვაენლი გიორგი ვაშაძემ დღეს ვაკის საჯარო რეესტრის განყოფილება მოინახულეს. გიორგი ბარამიძემ დღესვე ვაკის საჯარო რეესტრის განყოფილებაში ბიომეტრიული პასპორტი აიღო. “ბიომეტრიული პასპორტი ევროპული სტანდარტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია, ამ პროექტის განხორციელება ევროკავშირის დახმარებით მოხდა. ბიომეტრიული პასპორტი პირველ რიგში გააიოლებს სავიზო რეჟიმს ევროპულ ქვეყნებში და იმედია შორეულ პერსპექტივაში უვიზო რეჟიმზე გადასვლის საშუალებასაც მოგვცემს,” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ. ქვეყნის მასშტაბით ბიოემტრიული პასპორტის ბეჭდვის სამი ცენტრი, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, მუშაობს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts