planetanews Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili-12-150x150.jpgმოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ქვეყნის მმართველობას კატასტროფად აფასებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციაში ადანაშაულებს. “ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც გარედან იმართება. ქვეყანას მართავენ „თავისუფლების ინსტიტუტი“, ყოფილი “მოქკავშირისა“ და “აღორძინების” ლიდერები, პარტიის რაიკომის ყოფილი მდივნების გასოროსებული შვილები – ეს მოაზროვნე ადამიანისთვის კატასტროფა უნდა იყოს! “_ ნათქვამია “თეთრების” მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია რომ ერთერთი დიდი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილის განწყობაა – “მერე, რა?!” “მერე რა, რომ მთავარსარდალი და პრეზიდენტი მიწაზე ფორთხავდა… მერე რა, რომ 7 ნოემბერს მშვიდობიან დემონსტრანტებს, 8 აგვისტოს კი მძინარე ქალაქს ესროლეს… მერე რა, რომ ისტორიაში ჩაიწერა, ოლიმპიადის დაწყების დღეს საქართველოს პრეზიდენტმა იარაღით შეტევის დავალება გასცა… მერე რა, რომ ტერიტორიებს ვკარგავთ და, როგორც ჩანს, ამ ხელისუფლების წყალობით, კიდევ დავკარგავთ…”_ აღნიშნავენ განცხადებაში. “თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში წინაურდებიან ისინი, ვინც ანგრევდა მართლმადიდებლურ ეკლესიას და იხსნებიან პატრიარქისადმი კეთილადგანწყობილნი… შაშიაშვილმა ასევე კორუფციაში ბრალი საქართველოს პრეზიდენტსაც დასდო, მისი თქმით, ბიზნესის 95 პროცენტს პრეზიდენტი, მისი ოჯახის კლანი, მისი მეგობრები აკონტროლებენ… “მერე რა, რომ არჩევნები გაყალბდა – პრეზიდენტმა სკამი მოიპარა, ხელისუფალთა აბსოლუტური უმრავლესობა სხვის სკამზე ზის… ერთი წლის განმავლობაში უცხოეთიდან შემოსული 4 თუ 6 მილიარდი დოლარი სწორედ არ დაიხარჯა… ხელისუფლება ელექტროენერგიას თურქეთში 2 თეთრად, საკუთარ მოსახლეობაზე კი – 15-17 თეთრად ყიდის”_ ნათქვამია განცხადებაში. “თეთრების” თქმით, საქართველოში დამოუკიდებელი ტელევიზია არ არსებობს, „იმედიც’“ მოდელირებულია, ისევე როგორც მოდელირებულია საპარლამენტო პოლიტიკური ძალების თანამშრომლობაც და დაპირისპირებაც… თემურ შაშიაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს იბრძოლონ ღირსების დაბრუნებისათვის, რათა მომავალმა თაობებმა ღირსეულ საქართველოში იცხოვრონ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts