planetanews Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/demetrashvili-150x150.jpgსახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ავთანდილ დემეტრაშვილის და კომისიის მდივნის თენგიზ შარმანაშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი აირჩია, რომელიც ქვეყნის მმართველობის შერეულ მოდელს დაუჭირა მხარი. სხდომას კომისიის 57 წევრიდან 41 ესწრებოდა. კენჭისყრის დროს ვასილ გონაშვილის პროექტს, რომელიც ქვეყანაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას გულისხმობდა სულ ორმა წევრმა დაუჭირა მხარი; ლევან რამიშვილის პროექტს, რომელიც ქვეყნის ფედერაციულ მოწყობას გულისხმობდა – ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი, მათ შორის უმრავლესობის წევრებმა – ლაშა თორდიამ და პაატა ლეჟავამ. რაც შეეხება ავთანდილ დემეტრაშვილისა და თენგიზ შარმანაშვილის პროექტს, მას კომისიის 31 წევრმა დაუჭირა მხარი. მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts