FIORENTINO Posted August 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2008 იუშჩენკო საერთაშორისო საზოგადოებას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაზარალებულთა მხარდაჭერისკენ მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მსოფლიო და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ლიდერებს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაზარალებულთა მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. უკრაინის პრეზიდენტმა კონფლიქტის მშვიდობიან ფაზაში გადასაყვანად შეიარაღებული დაპირისპირების შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ვიქტორ იუშჩენკომ ლიტვის პრეზიდენტ ვალდას ადამკუსთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანასთან სატელეფონო საუბრები გამართა. კონსულტაციების მთავარი თემა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტა იყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.