SHARI Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 ირაკლი ალასანიამ დასაქმების პროგრამა წარმოადგინა.. გთავაზობთ გაეცნოთ პროგრამას და დაწეროთ თქვენი მოსაზრებები.. პროგრამა სრული სახით წარმოდგენილია ალასანიას საიტზე.. ირაკლი ალასანიას ოფიციალური საიტი ირაკლი ალასანიას და „ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისელთა დასაქმების პროგრამა ირაკლი ალასანიას და „ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისელთა დასაქმების პროგრამა „ოცი ათასი ახალი საოჯახო და მცირე საწარმო თბილისში“I.„ალიანსი საქართველოსთვის“ დასაქმების პროგრამა, „ოცი ათასი ახალისაოჯახო და მცირე საწარმო თბილისში“, ითვალისწინებს დედაქალაქში ოციათასი საოჯახო და მცირე საწარმოს შექმნას საოჯახო და მცირე ბიზნესისგანვითარების ფონდის მეშვეობით.მსოფლიო მასშტაბით ბიზნესის 95%-ზე მეტს მცირე და საშუალო მეწარმეობაწარმოადგენს და ამ სეგმენტში წარმოებული პროდუქტი მთლიანი შიდაპროდუქტის 50%-ა. აშშ-ში არსებული საწარმოების 90%-ზე მეტი მცირესაწარმოა, სადაც 10–მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო ევროკავშირში მცირედა საშუალო ბიზნესში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა კერძო სექტორშიდასაქმებულების 2/3-ს შეადგენს.საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხვედრითი წილი მშპ–შიდაახლოებით ოთხჯერ დაბალია, ვიდრე ევროკავშირში. ქვეყანაში ისედაცშემცირებული ბიზნეს აქტივობის ფონზე, როცა მუდმივად იზრდებაუმუშევრობა და საგრძნობლად იკლებს დასაქმებულთა შემოსავლები,სახელმწიფოს მხრიდან გრძელდება ბიზნესის დაკანონებული რეკეტი. ნაცვლადიმისა, რომ უფრო ლიბერალური გახადოს ბიზნესგარემო, ხელისუფლება კიდევუფრო ამძიმებს ვითარებას და საგადასახადო ტერორს უწყობს მცირე დასაშუალო ბიზნესს.საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა და დღეისთვის ოფიციალურისტატისტიკით17%-ს შეადგენს, ხოლო ექსპერტთა შეფასებით, ეს რიცხვი ბევრადუფრო დიდია და დაახლოებით 30%-ის ფარგლებშია.თბილისში უმუშევრობის მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა.ოფიციალური სტატისტიკით, 2000 წელს უმუშევრობის დონე თბილისში 20%–მდე იყო, ხოლო 2010 წელს ამ მაჩვენებელმა 30%–ს მიაღწია. მიუხედავად იმისა,რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი სამუშაოს საძებნელადსაზღვარგარეთაა გასული, ექსპერტთა შეფასებით, რეალურმა უმუშევრობამ,არასრული და დროებითი დასაქმების გათვალისწინებით, 40%–ს გადააჭარბა.ბოლო წლებში უმუშევრობა საგრძნობლად გაიზარდა, დღესთბილისში 40%–ზე მეტი უმუშევარია.„საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდის“ შექმნა2საქართველოში არსებული პრაქტიკის მიხედვით ახალი მცირე საწარმოებისმხოლოდ 20% ახერხებს ბიზნესის შენარჩუნებას და განვითარებას, ხოლომსოფლიო გამოცდილებით მცირე ბიზნესის განვითარების ცენტრებისმხარდაჭერით შექმნილი საწარმოების 85%–ზე მეტი ახერხებს ბაზარზე თავისდამკვიდრებას.ქვეყანაში განვითარებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მნიშნელოვნად გაართულასესხის აღების პროცედურები. მიუხედავად კომერციულ ბანკებში არსებულიჭარბი რესურსებისა, ბანკების უმრავლესობა განსაკუთრებით ერიდება დამწყებმეწარმეებზე კრედიტის გაცემას, რადგან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენსსაგარანტიო უზრუნველყოფა და მაღალი რისკები. ამასთან, მაღალმასაპროცენტო განაკვეთებმა სრულიად არამომგებიანი გახადა კრედიტის აღება.არსებული გამოწვევების საპასუხოდ ჩვენ განვახორციელებთ მუნიციპალურპროგრამას – „ოცი ათასი ახალი საოჯახო და მცირე საწარმო თბილისში“,• მუნიციპალური ბიუჯეტის ტრანსფერი – 50 მლნ ლარი (ადგილობრივიბიუჯეტის ხარჯების 10%–მდე)რომელიც მიზნად ისახავს, საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების გზით,დასაქმების პრობლემის ეტაპობრივად მოგვარებას და თბილისელებისსოციალურ–ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლებას.პროგრამის განხორციელებისათვის, ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ შეიქმნება„საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი“, არამომგებიანიორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, სადაც,საწყის ეტაპზე, აკუმულირდება არანაკლებ 120 მილიონი ლარი. ამ ფონდისწყარო იქნება:• მუნიციპალური გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდები – არანაკლებ 50 მლნლარი• დონორებისგან მოზიდული სახსრები – 20 მლნ ლარიასეთი ფონდები მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია აპრობირებულიმაგალითად, ესტონეთში, ფინეთში, პოლონეთში, ლიტვაში, უნგრეთში, დაწარმოადგენენ მცირე და საოჯახო ბიზნესისთვის საბანკო და სხვა საკრედიტორესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საუკეთესო საშუალებას.ჩვენს მიერ შემოთავაზებული საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარებისფონდი ხელს შეუწყობს ქალაქში ახალი ბიზნესპროექტების განხორციელებას დადამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.„საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი“უზრუნველყოფს საოჯახო და მცირე მეწარმეებს საკრედიტოგარანტიით და სესხის დაბალი საპროცენტო განაკვეთით.3„საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდიდან“ სესხისაღების ძირითადი პირობები:1. სესხის ოდენობა – 20,000 ლარამდე;2. საპროცენტო განაკვეთი – 8%;3. შეღავათიანი, 50% – იანი საკრედიტო გარანტია;4. სესხის დაფარვის პერიოდი – საშუალოდ 18 თვე;5. შეღავათიანი პერიოდი – 3 თვე (მიზანშეწონილობიდანგამომდინარე);20 ათასი საოჯახო ბიზნესი და მცირე საწარმომიიღებს შეღავათიან 8 %-იან სესხსფონდის ფუნქციონირების მექანიზმივარიანტი (ა) ფონდში აკუმულირებული სახსრების გაცემა მოხდებარამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მეშვეობით საქართველოს კანონის„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ შესაბამისად ჩატარებული ტენდერისსაფუძველზე.ფონდის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობების შესაბამისადმიკროსაფინანსო ორგანიზაციები საოჯახო და მცირე საწარმოებზე გასცემენსესხებს და გაწეული მომსახურეობისათვის მიიღებენ ხელშეკრულებითგანსაზღვრულ საკომისიოს.ვარიანტი (ბ)ფონდში აკუმულირებული 100 მილიონი ლარი განთავსდება კომერციულბანკებში დეპოზიტზე იმ დროისთვის საბანკო სისტემაში არსებული სარგებლისფონდში აკუმულირებული სახსრების გაცემა მოხდებარამდენიმე კომერციული ბანკის მეშვეობით საქართველოს კანონის„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ შესაბამისად ჩატარებული ტენდერისსაფუძველზე.100 მლნ ლარი, კომერციული ბანკების მეშვეობით, უზრუნველყოფსდაახლოებით 20 000 მსესხებელისთვის მყარ გარანტიას სესხის 50%-ზე,საშუალოდ 10 000 ლარიანი სესხის პირობებში. ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ10,000 ლარიანი სესხის პირობებში, ნახევარი თანხის, ანუ 5 000 ლარის,გარანტორი იქნება ფონდი.4განაკვეთით, სავარაუდოდ 8%–ად. განთავსება მოხდება ყოველთვიურად 8–10მილიონის ფარგლებში.სასესხო თანხის ნახევარი – 5 000 ლარი – წარმოადგენს ბანკის რისკშითანამონაწილეობას (ამისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსესხებლისსაგირავნო ქონება) და მისი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება დღეისთვისბაზარზე მოქმედი განაკვეთით – საშუალოდ, არაუმეტეს 16 %-ით. კომერციულიბანკის მიერ გაწეული რისკის კომპენსირება მოხდება ფონდის ხარჯზესაპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების გზით .შედეგად, მცირე და საოჯახო ბიზნესის დაწყების მსურველებს ექნებათსაშუალება, დღეს ბაზარზე არსებული საშუალოდ 16%-იანი სესხის ნაცვლად,აიღონ შეღავათიანი – 8%-იანი სესხი. სესხის დაფარვის პერიოდი საშუალოდ16-18 თვე იქნება. საჭიროების შემთხვევაში, მსესხებელს ექნება საშუალებააიღოს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი – პროცენტის დაფარვა დაიწყოს სესხისაღებიდან სამი თვის შემდეგ.ფონდის საქმიანობის მასშტაბი, სავარაუდოდ, ყოველწლიურად გაიზრდება,გაგრძელდება მასში ინვესტირება, რაც უზრუნველყოფს პროგრამის დინამიურდა მდგრად განვითარებას. გრანტით მიღებული სახსრები, 20 მილიონი ლარიგამოყენებული იქნება ფონდის მიზნებისათვის, მათ შორის, საკონსულტაციოცენტრებისა და ბიზნეს–ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბებისა დაგაძლიერებისათვის.ამის პარარელურად, მეწარმეთა ნაწილის მიმართ შესაძლოა მოხდესსალიზინგო ინსტრუმენტების შეთავაზება. ფინანსური თუ ოპერაციულილიზინგის განხორციელება საშუალებას მისცემს მსესხებელს შეამციროსკაპიტალური და საგადასახადო ხარჯები და ამასთანავე აღნიშნული საფუძველსჩაუყრის საქართველოში სალიზინგო პრაქტიკის დამკვიდრებას.ფონდის ადმინისტრირებააღნიშნული პროგრამის განხორცილებისათვის იქმნება ფონდისადმინისტრირების ჯგუფი, რომლის ფუნქციები იქნება, პროგრამის პარტნიორბანკებთან ერთად, სესხების გაცემის კრიტერიუმების დადგენა, პროგრამისგანხორციელების ფარგლებში შექმნილი საკონსულტაციო ცენტრებისსაქმიანობის კოორდინაცია, პროგრამის მიმდინარეობის მონიტორინგი დაშედეგების შეფასება.ფონდის საქმიანობის გამჭვირვალეობას და ხარისხის ზედამხედველობასგაუწევს ფონდის სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრები იქნებიან, როგორცმერიის, ისე საკრებულოს წევრები (მათ შორის ოპოზიიციის წარმომადგენლები),მცირე ბიზნესმენთა ასოციაციების, საბანკო და სამოქალაქო სექტორისწარმომადგენლები.5მეწარმეებისათვის ინტელექტუალური მხარდაჭერასაკონსულტაციო ცენტრების მეშვეობითდამწყები მეწარმეების ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის დედაქალაქისმასშტაბით შეიქმნება 10 საკონსულტაციო ცენტრი.საკონსულტაციო ცენტრში დამწყები მეწარმეები მაღალკვალიფიციურისპეციალისტებისაგან უფასოდ მიიღებენ კონსულტაციებს ბიზნესგეგმისმომზადებისა და მცირე ბიზნესის წამოწყებისათვის საჭირო იურიდიულ,ფინანსურ და მარკეტინგულ საკითხებში. საკონსულტაციო ცენტრებიგანთავსდება მუნიციპალიტეტის შენობებში.ფონდი შექმნის ინფორმაციულ ბანკს, რომელშიც თავს მოიყრისგანმცხადებელთა მონაცემები, მოსაზრებები და წინანდებები.მაღალკვალიფიციურ კონსულტანტებთან ერთად შეირჩევა ღირებულინოვაციები და საინტერესო წინადადებები, რომელთა საფუძველზე შეიქმნება„იდეათა ბანკი“.ცენტრი ასევე უზრუნველყოფს იმ განმცხადებლების ინტელექტუალურმხარდაჭერას, რომელთა იდეები და წინადადებები სცილდება საოჯახო დამცირე ბიზნესის კატეგორიას და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება მათინვესტორების მოძიებაში.ცენტრებში ასევე განხორციელდება უფასო გადამზადებისა და კვალიფიკაციისამაღლების სხვადასხვა პროგრამები განმცხადებლებისა და სხვადაინტერესებული პირებისათვის.II.საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში განმავლობაშიგატარებულმა ბიზნესის დატერორებისა და დაშინების პოლიტიკამ მრავალიმეწარმე დააზარალა. არ არსებობს კერძო მესაკუთრეთა და ბიზნესმენთა დაცვისინსტიტუციონალური ბერკეტები. მცირე და საშუალო ბიზნესის ეფექტიანიგანვითარებისათვის აუცილებელია მეწარმეებს ჰქონდეთ უსაფრთხოებისა დასტაბილურობის მყარი გარანტიები.ჩვენ შევქმნით ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტს, რომელიც დაიცავსმეწარმეების უფლებებს და ამით ხელს შეუწყობს თბილისში საოჯახო და მცირებიზნესის განვითარებას. ომბუდსმენის წარმომადგენლები იმუშავებენთბილისის ათივე რაიონში გახსნილ საკონსულტაციო ცენტრებში. ბიზნეს–ომბუდსმენი და მისი წარმომადგენლები დაეხმარებიან მეწარმეებს სხვადასხვაადმინისტრაციული დავების მოგვარებაში, მათ შორის, მერიის სამსახურებთანურთიერთობისას წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრაში.მეწარმეების და მესაკუთრეების უფლებების დაცვა ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებით6ფონდის ამოქმედებიდან ერთი წლისგანმავლობაში თბილისში დასაქმდება 50 ათასკაცზე მეტიასევე პროგრამის განხორციელების შედეგად:1) გაიზრდება ეკონომიკური აქტივობა და შესაბამისად, ქვეყნისმთლიანი შიდა პროდუქტი;2) თბილისის ბიზნეს–ომბუდსმენი დაიცავს მეწარმეების დამესაკუთრეების უფლებებს დედაქალაქში;3) მეწარმეებს ინტელექტუალური მხარდაჭერა გაეწევასაკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით;4) შექმნება საოჯახო და მცირე ბიზნესის ახალი ბიზნეს –კულტურა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 SHARI ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ თუ ისევ ვანიჩკა იქნა კანონი,არ გამოვა ეს ყველაფერი არაფრით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 ვიცოდი რომ დღეს რაღაცა გამიხარდებოდა.. :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 გიორგი68 ვიცოდი რომ დღეს რაღაცა გამიხარდებოდა. დასაქმების პროგრამა კარგია რას ერჩი,მაგრამ შესასრულებლად არის რთული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 lasha1997 დასაქმების პროგრამა კარგია რას ერჩი,მაგრამ შესასრულებლად არის რთული.ეხ მიშას რომ პროგრამები ქონდა..შენც გემახსოვრება.. :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 გიორგი68 ეხ მიშას რომ პროგრამები ქონდა..შენც გემახსოვრება.. მახსოვს,მაგრამ თუ კანონმა არ იმუშავა ამას ვერავინ ვერ შესძლებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 lasha1997 მახსოვს,მაგრამ თუ კანონმა არ იმუშავა ამას ვერავინ ვერ შესძლებს.უფრო სწორად შენ რომ მოთხოვნა წაუყენე ის უნდა მოხდეს,მაგრამ შენც ჩემზე კარგად იცი რომ არ მოხდება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 თავის დროზე უგულავასაც მაგარი პროგრამები ქონდა. ერთი პრეცენდენტი მითხარით როდის ყოფილა მერობის კანდიდატს და შემდგომ უკვე მერს ხალხისთვის რამე გაეკეთებინოს? აი მერე დავიჯიჯერებ მაგასაც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 გიორგი68 უფრო სწორად შენ რომ მოთხოვნა წაუყენე ის უნდა მოხდეს,მაგრამ შენც ჩემზე კარგად იცი რომ არ მოხდება.. ხო,ეგ თუ არ დაპირდა ხალხს და არჩენის შემთხვევაში თუ არ გაატარა ცხოვრებაში,ბეზ შანსა ზის პოლიტიკაში.ნუ ჩემსგან და ჩემიანებისგან მაინც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 lasha1997 ნუ ჩემსგან და ჩემიანებისგან მაინც.ხო მაგრამ შენნაირებს ,ჩემნაირებს და საერთოდ ჩვენ მოსახლეობას ნაკლებად ეკითხება ვინმე.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 სამედიცინო და სოციალური რომ წარადგინა საკამრისი იყო გამეგო რომ არარეალურია.ნუ წამაკითხავთ ამხელა პროგრამს, მეშინია ისიც არარეალური რომ აღმოჩნდეს.მოკლედ ტუილად რომ არ გავისარჯო, ალასანის პროგრამის მცოდნეები თუ დამეხმარებით მადლობელი ვიქნები. "საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდის“ შექმნა" ამ ფონდის დაფინანსებას საიდან იქნება და რა რაოდენობის თანხაზეა საშუალოდ საუბარი??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 lasha1997 ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ თუ ისევ ვანიჩკა იქნა კანონი,არ გამოვა ეს ყველაფერი არაფრით.ეს უკვე ღია ომს ნიშნავს თუ არაფერი გააკეთებიეს... babuagiorgi ამ ფონდის დაფინანსებას საიდან იქნება და რა რაოდენობის თანხაზეა საშუალოდ საუბარი???თბილისის ამჟამინდელი ბიუჯეტიდან... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 babuagiorgi თბილისის ამჟამინდელი ბიუჯეტიდან... თუ მაგს მანდ მხოლოდ ეს უწერია, მაშინ ჩათვალე რომ ფიქცია. თბილისის ბიუჯეტიდან უნდა იყოს თავისუფალი სახსრები.ამისათვის საჭიროა ცოდნა თუ რა პროცენტი არის ამ თავისუფალი თანხების. რამდენი ხანი დასჭირდება ასეთი ფონდის შექმნას და როდიდაანაა ასეთი დაფინანსება მოსალოდნელი. მოკლედ ამას გათვლა უნდა და ჩამოყალიბება, ასე ეს მხოლოდ სიტყვებია. პ.ს. ისე გადაეცი, რომ არ იქნებოდა ურიგო ამ პროექტის ქონა და ეს ეხლა არჩევნებამდე.თან გასათვალისწინებელია ევროკავშირიშდან შესაძლებელი დახმარება, ან სესხი და ა.შ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 ეს უკვე ღია ომს ნიშნავს თუ არაფერი გააკეთებიეს...არ დაჭირდება ღია ომი. "მე მას ისეთ წინადადებას შევთავაზებ, რაზედაც უარს ვერ იტყვის" ©Don Vito Corleoneასე ხდება ხოლმე მანდ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 DonCaredo არ დაჭირდება ღია ომი. "მე მას ისეთ წინადადებას შევთავაზებ, რაზედაც უარს ვერ იტყვის" ©Don Vito Corleoneასე ხდება ხოლმე მანდდა პირიქით ალასანიამ რომ შესთავაზოს , ვერა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.