Jump to content
Planeta.Ge

ალასანიას საიტი ირაკლი ალასანიამ თავისი გუნდის ახალი წევრი, თეა წულუკიანი წარადგინა


Recommended Posts

დღეს, “ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ადამანის უფლებათა დაცვის საკითხებში მრჩეველი და “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” ახალი წევრი თეა წულუკიანი წარადგინა.

 

 

„ალიანსის“  ლიდერის განცხადებით, თეა  წულუკიანი მაღალი რანგის იურისტია, რომელიც წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი იყო და  სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესულ საჩივრებს განიხილავდა.

“თეა წულიკიანი მაღალი რანგის პროფესიონალია, სტრასბურგის სასამართლომ კონკურსის გზით შეარჩია და იქ საქართველოს რომელიმე ხელისუფლების წარგზავნილი არ ყოფილა. იგი დღეს ჩვენს პარტიას შემოუერთდა და ამიერიდან ჩვენს გუნდში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს გაუწევს კურირებას”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

 

თეა წულუკიანი 200-2010 წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესულ საჩივრებზე მუშაობდა, სწავლობდა მათ საფუძვლიანობას და წერდა გადაწყვეტლებებსა და განჩინებებს. მისი დაწერილია გადაწყვეტილებები ისეთი ცნობილი საქმეების შესახებ, როგორებიც არის ასანიძის, ფანჯიკიძისა და ყურაშვილის, გორგილაძის საქმეები და ა.შ. 2007 წლიდან დღემდე თეა წულუკიანი მუშაობდა საქმეზე   – - “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”.

 

 

 

 

 

 

ნახეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...