planetanews Posted May 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2010 ირაკლი ალასანია და ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა პეტრიაშვილი ნაძალადევის მეტროსთან აღნიშნული რაიონის ამომრჩევლებს შეხვდნენ.ირაკლი ალასანიამ მოსახლეობასთან ერთად ”ალიანსი საქართველოსთვის” საარჩევნო პროგრამა განიხილა.თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ისევე, როგორც მთელ თბილისში, ნაძალადევშიც მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, ასევე, ამ რაიონში მძიმედ დგას კერძო საკუთრების საკითხიც, რადგან ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მოსახლეობას კერძო საკუთრებას არ უკანონებს. „პირველი რიგის ამოცანა, თუ გავხდები თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი დედაქალაქის საკრებულოში, იქნება კერძო საკუთრების დაკანონების საკითხების მოგვარება“ – აღნიშნა ზაზა პეტრიაშვილმა ნახეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts