planetanews Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 8 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ახალი ღვინის ფესტივალი“ პირველად გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორია ღვინის კლუბი, რომლის პრეზიდენტია მალხაზ ხარბედია. „ახალი ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობდნენ არა მარტო ღვინის კომპანიები და მცირე მარნები, არამედ ოჯახებიც, რომელთა ღვინოები „ღვინის კლუბმა“ და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ საქართველოს თითქმის ყველა ტრადიციულ მეღვინეობის მხარეში შეაგროვა. ოჯახური მარნებიდან ღვინოები სპეციალური დაგუსტაციით შეირჩა. დაავადებული და სხვადასხვა ზადის მქონე ნიმუშები ფესტივალის მიღმა დარჩა. ფესტივალზე დასწრება თავისუფალი იყო. ფესტივალის სტუმრებს უფასოდ შეეძლოთ 2009 წლის მოსავლის ისეთი ღვინოების დაგემოვნება, როგორიცაა: „საფერავი“, „რქაწითელი“, „თავკვერი“, „ჩინური“, „ალადასტური“, „საკმიელა“, „ციცქა“, „ცოლიკოური“, „ჩხავერი”, „უსახელოური“, „ოცხანური საფერე“, „კრახუნა“, „ქისი“, „ხიხვი“, „ალექსანდროული“ და ა. შ. ფესტივალში მონაწილეობდა თითქმის ყველა ღვინის კომპანია და მცირე მარანი (გარდა „ბადაგონისა“ და „ხარებასი“). ფესტივალის მონაწილეებს „ოქროს ელიბო“ გადაეცათ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts