akkai Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 (edited) "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" თავმჯდომარე გულაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოუშვან ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული პირები. "თუ ხელისუფლება არ გამოუშვებს ქრისტესთვის წამებულ რაინდებს, ეს იქნება ნიშანი, რასაც მოჰყვება ის, რომ მე მომიწევს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. არ ვურჩევ ხელისუფლებას ჩემს ამ ზომამდე მიყვანას და ვაფრთხილებ, რომ მე დიდი შესაძლებლობები მაქვს", - განუცხადა გულაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს". მისივე თქმით, იგი ასეთ შემთხვევაში არ აპირებს რაიმე სახის დათმობაზე წასვლას. "300 ათასი კაცი კი არა, 10 ათასი კაციც რომ შევკრიბო, არ ვაპირებ ისინი სახლებში გავუშვა და ამ ხელისუფლებას დავამთავრებ", - განმარტავს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გულაშვილი. გარდა ამისა, გულაშვილის თქმით, იგი კვლავ გააგრძელებს ბრძოლას იმ პრინციპების დასაცავად, რომლისთვისაც "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა" შეიქმნა და ყოველმხრივ დაუპირისპირდება "თავისუფლების ინსტიტუტს". "თავისუფლების ინსტიტუტი" უნდა აიკრძალოს, ან ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რომ იგი არის ამ ინსტიტუტის მძევალი. ამ შემთხვევაში ხელისუფლებაც და "თავისუფლების ინსტიტუტი" ერთი და იგივეა", - განაცხადა გულაშვილმა.ამჟამად ცხინვალში მყოფი გულაშვილი იმასაც აცხადებს, რომ იგი ცხინვალში, საკუთარ სამშობლოში იმყოფება და ამაში არავითარ უხერხულობას არ გრძნობს. Edited May 11, 2010 by akkai Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 akkai გულაშვილი აკი გაიქცაო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 ქრისტესთვის წამებულ რაინდებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted May 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 lasha1997 ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა სააგენტოს ტელეფონით.იმათაც "breaking news" - ( ) დაადეს ეგრევე სტატიას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 akkai ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა სააგენტოს ტელეფონით. ე.ი გაქცეულია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted May 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 lasha1997 "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ იგი ამჟამად ცხინვალში იმყოფება. აღნიშნულის მიზეზად გულაშვილი მის შვილზე თავდასხმას ასახელებს. "ბავშვზე იყო თავდასხმა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან. მათ სიგარეტის მოკიდების მიზეზით გააჩერეს ჩემი შვილი და 4-მა კაცმა იგი გაიტაცა. ვაკე-საბურთალოს გზაზე ჩემმა შვილმა ფაქტობრივად კისერი გამოღღრნა ერთ-ერთ გამტაცებელს, რის შემდეგაც ისინი იძულებულნი გახდნენ ავტომანქანა გაეჩერებინა. ჩემმა შვილმა გაქცევა მოახერხა და ტყეს შეაფარა თავი. მე ეს ყველაფერი გვიან გავიგე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მასზე თავდასხმა ხორციელდება. მას ავარია მოუწყვეს სიღნაღში და ფაქტობრივად იგი ღმერთმა გადაარჩინა", - განუცხადა გულაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს". მისივე თქმით, ამის გარდა მისი მეუღლე გაურკვეველმა პირებმა გააჩერეს და შვილის წინააღმდეგ დაემუქრნენ. გულაშვილი იმასაც აცხადებს, რომ მას ამ შემთხვევის შემდეგ გადაწყვეტილი ჰქონდა ბაქოში გადასვლა, მაგრამ იმის გამო რომ მისი შვილის პასსპორტს მოქმედების ვადა გასული ჰქონდა, იძულებული გახდა გეგმები შეეცვალა. "ბაქოში ვაპირებდი წასვლას, რათა ჩემ მეგობრებთან დამებინავებინა ჩემი შვილი, თუმცა ბოლო მომენტში გაირკვა, რომ ჩემი შვილის პასსპორტს მოქმედების ვადა 23 აპრილს გაუვიდა. მინდოდა იგი მშვიდობიან ადგილას გადამეყვანა, სადაც მას არ მისწვდებოდა "პიდარასტების" ხელი", - განმარტა გულაშვილმა დ აქვე დასძინა, რომ ცხინვალში დუშეთის რაიონიდან ფეხით გადავიდა. ნაწილ-ნაწილ დებს სააგენტო ინტერვიუს ფრაგმენტებს..ალბათ მოგვიანებით მთლიან ინტერვიუს დადებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 "პიდარასტების" ხელი", Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 მალხაზ გულაშვილი: ამ ხელისუფლებას დავამთავრებ სოცშეჯიბრი აქვს ნოღაიდელთან 'დამთავრებაში' Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 (edited) პატარა პერიფრაზი -მართლმადიდებლობა ნაძირლების და ნეუდაჩნიკების ბოლო თავშესაფარია.....(იმედია არ დამჭირდება ახსნარომ მართლმადიდებლობაზე კი არ ვსუბრობ,არამედ ნაძირლებზე.) Edited May 11, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 ქრისტესთვის წამებულ რაინდებსლოლ ესეც განსხვავება კათოლიკეებსა და მართმადიდებლებს შორის. ისინი ქრისტესათვის წამებულ რაინდებს ჯვაროსნებს ეძახდნენ, რომლებიც მახვილით ხელში იბრძოდნენ და იღუპებოდნენ (რისთვის საკითხავია, მაგრამ რომ იბრძოდნენ ფაქტია) და ესენი აქუბარდიასთან მოხიპიშე უბირ ელემენტებს ეძახიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 ოხ ოხ ოხ ეს გულაშვილი ფსბ-ს ბიჭები არ შორდებიან ეხლა ალბათ : )))) ჩემი კაი ტო სადღაც დაახლოებით 90%-ის სიზუსტით თუ არ დავსვა რა და როგორ ხდება მის გარშემო სამხრეთ ოსეთში ისე კი რას ქვია ცხინვალშია? როგორ გადავიდა ცხინვალში? სამხრეთ ოსეთის ძალოვნებმა რატო არ დააკავეს მათი აზრით საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე თუ პოლიტიკური თავშესაფარი არ მოითხოვა ცხინვალში ან რუსეთში? იმალება და ამდენი ხმაურის მიუხედავად ვერ დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი? თუ "ოფიციალურად" ჩავიდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, როგორ? ვისი მიწვევით? ვიზა სად და როგორ მიიღო? ეს ბანალური საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება ამ შემთხვევაში არ ჭრის, რადგან ოფიციალური თბილისისთვის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება რათქმაუნდა, მაგრამ ცხინვალისთვის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა და მის იქ ყოფნას იურიდიული-სამართლებლივი საფუძველი ჭირდება. ასეა ეს და გულაშვილის განცხადება, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება და თავს კომფორტულად გრძნობს, ნამდვილად არ არის საკმარისი. სამხრეთ ოსეთის ძალოვნებს სულ ცალ ფეხზე არ კიდიათ ეხლა გულაშვილის გუნება განწყობილების ჰამბავი? მათ სამართლებლივად ჭირდებათ გულაშვილის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ყოფნის ლეგალურობის დადასტურება, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ამ უკანასკნელის მხრიდან შესაძლებელი თუ პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს ან ვიზას აჩვენებს პასპორტში .. როცა მე გადავედი ცხინვალში ვიცოდი, რომ ცხინვალის ხელისუფლება ჩვენს უსაფრთხებას მხოლოდ იმ შემთხვევაში უზრუნველყოფდა თუ პოლიტიკურ თავშესაფარს მოვითხოვდით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და რუსეთის სასაზღვრო ძალები და ფსბ-ს ჩარევა რომ არა მოგვიწევდა კიდეც პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნა ცხინვალისთვის. მე ამისთვის მზად ვიყავი და ამაში დღესაც არ ვხედავ რაიმე პრობლემას (გეტყვით რატომ), მაგრამ მე ხომ მე ვარ და იავნად იშვიათი ეგზემპლარი მე და ჩემმა მზემ. http://s8.rimg.info/739c995c7d7ba2b854cff0834d19b6d7.gif იშვიათი ალბათ იმიტომაც რომ მე როგორც საქართველოს ტერიტორიალური მოწყობის კონფედერაციული მოდელის მომხრეს და იდეის ერთ ერთ "აქტიურ ლობისტს" გამბედაობა მყოფნის, რომ მოღალატედ შერაცხვის მაღალი ალბათობის მიუხედავად ხმამაღლა განვაცხადო ამის შესახებ, გულაშვილი კი რაღაც ზღაპრებს ყვება საქართველოს ტერიტორიაზე "მოგზაურობის" შესახებ.. იტოგში არ მომწონს რაც საქარველოში და მის გარშემო ხდება და გული მიგრძნობს ბევრი ჩემი პროგნოზი მიღებს წინასწარმეტყველურ ელფერს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 lasha_alo მართლმადიდებლობა ნაძირლების და ნეუდაჩნიკების ბოლო თავშესაფარია.....ისევე როგორც პატრიოტიზმი, მაგრამ მაგათ გამო ვერც მართლმადიდებლობაზევიტყვით უარს და ვერც პატრიოტობაზე ძნელი გასარჩევი კია, ფსევდო რეალურისგან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
aiv Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 რ ვურჩევ ხელისუფლებას ჩემს ამ ზომამდე მიყვანას და ვაფრთხილებ, რომ მე დიდი შესაძლებლობები მაქვს""შევწყვეტ გაზეთის გამოშვებას და ყველა ნომერს შევჭამ. ვოტ ტაკოოოოო"ამ ხელისუფლებას დავამთავრებ"აი მერამდენე დამამთავრებელი ნეტა?ცხინვალში, საკუთარ სამშობლოში იმყოფება და ამაში არავითარ უხერხულობას არ გრძნობს.კოკოითი თანახმაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 გულაშვილმა,არა აქვს ჩემს ორგანიზაციას პატრიარქის ლოცვა კურთხევაო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 კოკოითი თანახმაა?გულაშვილი პოლიტიკურ თავშესაფარს თუ ცხინვალში მოითხოვს კოკოითი თანახმა იქნება. ეგ არის რომ ფსბ-ემ შეიძლება არ მისცეს ამის საშუალება. ეგეთ საკითხებს ფსბ-ეს სასტავი კურირებს. გრუ-ც იქ არის მარამ ეგენი ნაკლებად ჩანან .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.