planetanews Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/gilauri221.jpgპრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ეკონომიკურ აქტივობასთან დაკავშირებით მონაცემები წარმოადგინა. მისი თქმით, აპრილის თვეში ეკონომიკური ზრდა ისეთივე ინტესივობით გაგრძელდა, როგორც გასულ კვარტალს იყო და კიდევ უფრო გაიზარდა. “რაც სეეხება ქონების რეგისტრაციას ეკონომიკური აქტივობის ერთ-ერთი მაჩვენებელია, აპრილის თვეში სერიოზული ზრდა იყო და 2009 წელთან სედარებით 43%-ით გაიზარდა, 2008 წელტან სედარებით კი 5%-ით, თუმცა ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი. ავტომობილების გაყიდვის კუთხითაც ზრდაა, გასულ წლის მონაცემებტან შედარებიტ 30% არის გაზრდილი, ხოლო 2008 წელთან 8%-ით”,- განაცხადა გილაურმა. მისი თქმით, საბანკო სექტორიც საკამოდ სწრაფად ზრდის თავის პორტფოლიოს. ასევე დეპოზიტების რაოდენობაც არის გაზრდილი. თუ შევადარებთ იანვარს აპრილის თვესთან გაზრდილია. ასევე გაზრდილია საკრედიტო, სამომხმარებლო სესხები, იპოთეკა და საკრედიტო ბარათების ზრდის რაოდენობა. “ეს ზრდა იმას მიანიშნებს, რომ საქართველოს ეკონომიკა წინ მიდის და უბრუნდება 2007-2008 წლის მდგოარეობას. ამიტომ ჩვენ შედარებისთვის 2009 წლის მაგივრად 2008 წელთან შევადარებთ ხოლმე”,- განაცხადა გილაურმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts