planetanews Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba5115-150x150.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქ. ქობულეთში მცხოვრები, 45 წლის სოლომონ ბეჟანიძე დააკავეს. სოლომონ ბეჟანიძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქობულეთის რაიონის სოფელ გვარაში, ცივი იარაღის გამოყენებით, გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა საკუთარ მამას ასლან ბეჟანიძეს, რომელიც მოგვიანებით მიყენებული ჭრილობის შედეგად ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკავებულმა სოლომონ ბეჟანიძემ დანაშაული უკვე აღიარა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts