planetanews Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/sagareo8-150x150.jpgსაქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებული წევრობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2010 წლის 10 მაისს მოეწერა.ამასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოსთან ასოცირების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის დირექტივების დამტკიცებას,” – განაცხადა კალანდაძემ.მისი თქმით, ასოცირების შესახებ შეთანხმება ჩაანაცვლებს არსებულ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას და ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის მნიშვნელოვან გაღრმავებას.ეს შეთანხმება საქართველოს მისცემს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტერგრაციის შესაძლებლობას, რასაც ითვალისწინებს 2009 წლის 7 მაისის, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პრაღის სამიტის ერთობლივ დეკლარაციაც.2010 წლის 10 მაისის ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭომ, ასევე, რიგ პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის ახალი ქვეკომიტეტების დაარსების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts