planetanews Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/LOGO.jpg„ობიექტივის“ „ქუჩის ტელევიზიამ“ სამამულო ომის თემაზე ფილმების ჩვენება დაიწყო2010 წლის 9-16 მაისი ჟურნალისტთა კავშირმა „ობიექტივი“ დიდი სამამულო ომის ვეტერანთა კვირეულად გამოაცხდა.კვირეულის ფარგლებში გამოიცა სპეციალური, უფასო გაზეთი, რომელიც ფაშიმზე გამარჯვების თემას მიეძღვნა, ამოქმედდა ე.წ. „ქუჩის ტელევიზიის“ პროექტი, რომელიც თბილისის ორ უბანში ფუნქციონირებს და მაყურებელს სამამულო ომთან დაკავშირებულ ფილმებს წარუდგენს. 2010 წლის 9 მაისს „ობიექტივმა“ მუშთაიდის ბაღში „ჯარისკაცის მამა“ აჩვენა. ჩვენებას 50-მდე მაყურებელი ესწრებოდა, როგორც ვეტერანები, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეები. როგორც „ობიექტივის“ წარმომადგენლები აცხადებენ,- „ქუჩის ტელევიზია“ ყოველდღე, 13.30 წუთიდან 15 საათამდე მაყურებელს „მშრალ ხიდთან“, ხოლო 16.30- დან 18 საათამდე მეტრო „ისანთან“ ( ბაზრობის ქვედა შესასვლელი) იწვევს. დასვენების დღეებში, შაბათ-კვირას 13 საათზე ჩვენება მუშთაიდის ბაღში გაიმართება. 2010 წლის 16 მაისს, კვირას, 14 საათზე თეატრალური კავშირის დარბაზში ჟურნალისტთა კავშირი „ობიექტივი“ სამამულო ომის ვეტერანებს შეხვდება. ნაჩვენები იქნება რეზო ჩხეიძის ფილმი „ჯარისკაცის მამა“. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts