planetanews Posted May 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/mamisoni-150x150.jpgრუსული გაზეთის “კომერსანტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქართველი მესაზღვრეები მამისოზე კონტროლის აღდგენას დათბობისთანავე გეგმავენ, მანამდე კი რუსული მხარის მიერ ეღელტეხილის კონტროლის თაობაზე ინფორმაციას აურყოფენ.ამავე გაზეთის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსი ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიას, უკვე წელიწადზე მეტია რუსები აკონტროლებენ და იქ სატხილამურო კურორტის აშენებასაც გეგმავენ.როგორც ფედერალური უშიშროების სასაზღვრო განყოფილების სამსახურის პრესსპიკერი ალექსანდრ სოლოდი აცხადებს, მამისონის უღელტეხილზე მდებარე საგუშაგო უკვე სრული დატვირთვით ფუნქციონირებს.ქართული სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილის კობა ბოჭორიშვილის განცხადებით კი უღელტეხილი ამჟამად თოვლით არის დაფარული, თოვლის დნობისთანავე კი მას ქართველი მესაზღვრეები გაკონტროლებენ.სოლოვის განცხადებით, მამისონის უღელტეხილზე გახსნილი პუნქტი არ ეხება ქართულ მხარეს რადგან ის, მისი თქმით ურსეთ-ოსეთის საზღვარზე მდებარეობს.ქართველ ექსპერტებს მათ შორის მამუკა არეშიძეს ეჭვი არ ეპარება, რომ მამისონის უღელტეხილს მოცემულ მომენტში რუსული მხარე აკონტროლებს.“რუსებმა ეს პუნქტი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიკავეს და მე ჩემი თვალით ვნახე იქ რუსი მესაზღვრები”_ აცხადებს ექსპერტი კავკასიურ საკიღთხებში მამუკა არეშიძე.არეშიძის განცხადებით აღნიშნულ ტერიტორიაზე რუსული ძალის გამოჩენა ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირდება, რადგან რუსები აქ დიდი სათხილამურო კურორტის გაკეთებას გეგმავენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts